როგორ დავამაგროთ პლინტუსი
დღესდღეობით ყველაზე ხშირად გამოიყენება პლინტუსის დამაგრების 3 მეთოდი: წებო, სპეციალური სამაგრი და ხრახნები. ყველაზე მარტივი პლინტუსის დაწებებაა. პლინტუსის დამაგრება წებოთი ან ლურსმნებით მიზანშეწონილია მხოლოდ მაშინ, როცა მისი დაყენება ხდება ერთხელ და სამუდამოდ.
საკმაოდ ხშირად მწარმოებლები გვირჩევენ გამოვიყენოთ პლასტიკური პლინტუსები სპეციალური სამაგრებით. მოცემულ სიტუაციაში აუცილებელია პირველ რიგში სამაგრი ნაწილების ხრახნებით გამყარება. ისინი განაწილებული უნდა იყვნენ ერთმანეთისგან 30-350სმ-ის დაშორებით. ამის შემდეგ მათზე უკვე ემაგრება თვითონ პლინტუსი. საბოლოო ჯამში გამოდის მყარი და უხეში დამაგრება, რომელიც სრულიად შეუმჩნეველია. მთავარი პრობლემა ამ შემთხვევაშიც დემონტაჟია. პლინტუსის მოხსნას უპრობლემოდ შეძლებთ, მაგრამ შემდეგ მისი ისევე დამაგრება ნაკლებსავარაუდოა, რომ გამოგივიდეთ. უხეში დამაგრების დემონტაჟის დროს ხშირად ზიანდება პლასტიკი.