როგორ უნდა მოხდეს ბინის გაყოფის პროცესი განქორწინების დროს?
რეგისტრირებულია ქორწინება?
ქონების გაყოფის პროცესის დაწყებამდე მნიშვნელოვანია განისაზღვროს ქორწინება ოფიციალურად არის რეგისტრირებული თუ არა. ამის დადგენა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ბინაზე საერთო უფლებების წარმოშობის პირველი აუცილებელი წინაპირობა სწორედ სამოქალაქო რეესტრში კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული ქორწინებაა. ამდენად, თუმხოლოდ რელიგიური რიტუალის შესაბამისად შეუღლდით ან/დაუბრალოდერთად ცხოვრობთ, გყავთსაერთოშვილებიდაეწევითსაერთოსაოჯახომეურნეობას, ასეთ დროს შეძენილი ქონების გაყოფას ვერ მოითხოვთ.
ხომ არ გაქვთ “ყოვლისშემძლე” საქორწინო ხელშეკრულება?
მას შემდეგ რაც ქორწინების ტიპს განსაზღვრავთ, მომდევნო საფეხური არის “ყოვლისშემძლე” ხელშეკრულების არსებობა. როდესაცადამიანიგიყვარსდამასთანერთადცხოვრებასიწყებ, არწარმოგიდგენია, რომშესაძლოაერთდღესაც, მასთანქონებისგაყოფაზე დავა მოგიწიოს. ამის მიუხედავად, ბევრ ქვეყანაში საქორწინო კონტრაქტები საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. მართალია, საქართველოში ასეთი ხელშეკრულების კულტურა არ არის დამკვიდრებული, თუმცა თუ ასეთს მეუღლეები გააფორმებთ და მათ შორის, გაითვალისწინებთ ქონების გაყოფის საკითხებს, სწორედ ამ წესებს უნდა დაემორჩილოთ. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი კანონის დანაწესი ძალას დაკარგავს. გაგრძელება
წყარო: ss.ge