როგორ თქვათ "არა", როცა უკვე თქვით "კი"
შეხედეთ სიტუაციას სხვა კუთხით
თუ გაწუხებთ, რომ „არას“ თქმის შემდეგ ხალხი დაიწყებს ფიქრს, რომ თქვენ არასანდო ხართ, დაფიქრდით, ის უფრო უარესი არაა, რომ საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანოთ? წინასწარ უარის თქმით, თქვენ ამჟღავნებთ მნიშვნელოვან ღირსებებს, როგორიცაა: პატიოსნება, პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი და თქვენი ძლიერი მხარეების სწორად შეფასება, რაც ნამდვილი ლიდერის თვისებებია.
იყავით თავაზიანი და პატიოსანი
როდესაც საუბრის დრო დადგება, მკაფიოდ გამოხატეთ თქვენი უარი. ახსნა დაეხმარება თანამოსაუბრეს უკეთ მიიღოს თქვენი გადაწყვეტილება. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გამოხატოთ უარი კიდევ უფრო მარტივად: „ვიცი შევთანხმდით, რომ მე ვუხელმძღვანელებდი საზოგადოებრივი შრომის კომიტეტს, მაგრამ როცა დავთანხმდი, არ ველოდი, რომ სხვა სამუშაო პროექტი მელოდა. ამის გამო იძულებული ვარ უარი ვთქვა".
შეეცადეთ შეინარჩუნოთ ურთიერთობა
მზად იყავით ბოდიშის მოსახდელად, აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს გადაწყვეტილებაზე და ნებისმიერ გაუგებრობაზე. შეგიძლიათ თქვათ: „ბოდიშს გიხდით ჩემი უარის გამო შექმნილი უხერხულობისთვის. მე ნამდვილად ვაფასებ, რომ ეს შესაძლებლობა შემომთავაზეთ და იმედი მაქვს, რომ თქვენი წამოწყება წარმატებით დაგვირგვინდება. კარგი იქნება, თუ დამიკავშირდებით." მადლიერების გამოხატვა და საუბრის პოზიტიურად დასრულება ხელს შეუწყობს კარგი შთაბეჭდილებისა და ურთიერთობის შენარჩუნებას.
შესთავაზეთ ალტერნატივა
თუ თქვენ ნამდვილად გსურთ დახმარება, მაგრამ უბრალოდ არ გაქვთ დრო, შესთავაზეთ გადადოთ პროექტი თქვენთვის უფრო მოსახერხებელ დროს. მაგალითად: „ჩემი განრიგი გადავამოწმე და ახლა შემოთავაზებაზე უარი უნდა ვთქვა. იქნებ რამდენიმე თვეში დამიკავშირდეთ?" შეეცადეთ მიმართოთ სხვა პირს თქვენთვის შეთავაზებულ პოზიციაზე, ან გამოიყენეთ რესურსები, რომლებიც დაგვეხმარებათ პრობლემის გადაჭრასა და პროექტის განხორციელებაში.
გამოიტანეთ დასკვნები
ყოველთვის არასასიამოვნოა თქვენი დაპირებების შეცვლა, მაგრამ ამ სიტუაციიდან მნიშვნელოვანი გაკვეთილების სწავლა შეიძლება. გამოიყენეთ ეს გამოცდილება. დაიწყეთ უფრო გონივრული ფიქრი, არჩევისას რაზე დაეთანხმოთ და რა ჯობია უგულებელყოთ. თქვით "დიახ" მხოლოდ იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც რეალობად აქცევთ და რომლისთვისაც დრო ნამდვილად გაქვთ.