როგორ დავამონტაჟოთ სარეცხის მანქანა სწორად
დავიწყოთ იმით, რომ სარეცხის მანქანა უნდა განთავსდეს მხოლოდ არასაცხოვრებელ ფართში, მაგალითად სამზარეულოში, საკუჭნაოში, აბაზანაში, კორიდორში.
წინასწარ უნდა დაფიქრდეთ დაქანებაზე და კომუნიკაციებზე, რათა სამომავლოდ არ შეგექმნათ პრობლემები.
აუცილებელია, რომ ტექნიკასა და კედლებს შორის დარჩეს თავისუფალი სივრცე. საქმე ის არის, რომ წურვის დროის მანქანა ვიბრირებს და ადვილი შესაძლებელია, რომ დააზიანოს გვერდით მდებარე ავეჯი ან კედლები. მართალია, ხარისხიანად დამონტაჟებული მანქანა არ "დადის", თუმცა ვიბრაცია მაინც არსებობს.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მანქანის სწორ ზედაპირზე დამონტაჟებას. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აქტიური რეცხვის და წურვის დროს მანქანა არ დაზიანდეს. განაგრძეთ კითხვა