რა პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს ცხოვრების პირველ წელს ახალაშენებულ კორპუსში და როგორ მოვაგვაროთ ისინი - rogor.ge

რა პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს ცხოვრების პირველ წელს ახალაშენებულ კორპუსში და როგორ მოვაგვაროთ ისინი

ბზარები კედელზე

როგორც ზემოთ ვახსენეთ, მშენებლობის დასრულების შემდეგ, კორპუსი უნდა „დაჯდეს“, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული დროით მოვიცადოთ, სანამ ბინაში რემონტს დავიწყებთ. ნაჩქარევმა რემონტმა შესაძლოა ის პირველი პრობლემა გამოიწვიოს, როგორიცაა ბზარები კედელზე. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კედლების შეღებვას გადაწყვეტთ შპალერის გამოყენების ნაცვლად. სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ, შეგიძლიათ ზუსტად განსაზღვროთ, როდისაა რეკომენდებული რემონტის დაწყება, ნებადართული თარიღის დადგომის შემდეგ კი გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია, თუ ახალაშენებული კორპუსის კედლებზე პირველ რიგში, გააკრავთ „ფლიზელინის“ ქაღალდს, რაც კედლებს მინი ბზარების გაჩენისგან დაიცავს. აღნიშნული ქაღალდი არსებობს სადა ვარიანტიც და გარკვეული პატერნებითაც. თუ შპალერი არ მოგწონთ და კედლის შეღებვა გაქვთ გადაწყვეტილი, ასეთ დროს რეკომენდებულია, რომ შპაკლში განიერი ასაზომი ბადეები ჩააყოლოთ, რაც ასევე აარიდებს კედელს ბზარის გაჩენის საშიშროებას.

ხმის იზოლაცია

მეორე პრობლემა, რასაც ხშირად აწყდებიან ახალაშენებულ კორპუსში შესახლებულები, თხელი კედლებია. ადამიანები არამხოლოდ ხმაურს უჩივიან, არამედ აღნიშნავენ, რომ ოდნავ მაღალი ტონალობის საუბარიც კი ესმით მეზობლებისგან. ასეთ დროს კი უხერხულობა იქმნება ისეთი დამატებითი გარემოებების დროს, როგორიცაა მუსიკის მოსმენა, ბავშვის ტირილი, სტუმრების ხმაური და ა.შ. შედარებით მარტივი, თუმცა არც თუ ისე მარტივი გამოსავალია მეზობელთან მოსაზღვრე კედლების ავეჯით შევსება. ეს მცირედით შეაკავებს ხმაურს, თუმცა არ გააქრობს სრულად. თუ რემონტის დაწყებამდე გაითვალისწინებთ, რომ ხმის იზოლაცია დაიცვათ, უმჯობესია თუ მეზობლის საზიარო კედელს თაბაშირ-მუყაოს ფილებითა და ხმის იზოლაციის მასალებით შეფუთავთ. ასეთ დროს აუცილებლად ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ ოთახში სივრცე შეგიმცირდებათ. გაგრძელება

წყარო: ss.ge