როგორ მოვაწყოთ ბინა გასაქირავებლად - რა მინიმალური ავეჯი დაგვჭირდება - rogor.ge

როგორ მოვაწყოთ ბინა გასაქირავებლად - რა მინიმალური ავეჯი დაგვჭირდება

რა მინიმალურ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს გასაქირავებელი ბინა

შეამოწმეთ სანტექნიკა და ელექტრობა. ამოვარდნილი ჩამრთველები მაშინვე შეაშინებს მოიჯარეებს, არავის უნდა სხვის სახლში, მითუმეტეს დროებით საცხოვრებელში, თუნდაც მცირე რემონტის გაკეთება. პირველ რიგში, სანტექნიკა უნდა მუშაობდეს გამართულად. თუ ონკანები წვეთავს, ან საიდანმე წყალი ჟონავს, ამის სასწრაფოდ აღმოფხვრა აუცილებელია. ასევე, შეამოწმეთ რამდენად კარგად გაედინება ნიჟარიდან წყალი კანალიზაციაში.

ბინა ძველი ავეჯით. იმ შემთხვევაში ძველ აშენებულ კორპუსში აქირავებთ ბინას, რომელიც წლების განმავლობაში გამოიყენებოდა ოჯახისთვის საცხოვრებლად, აუცილებლად დაგროვდებოდა უსარგებლო ნივთები. ეს ძირითადად დაზიანებულ მასიურ ავეჯს შეეხება, რომლებსაც პრაქტიკულ დანიშნულებას ვეღარ მოუძებნი. ასეთი ავეჯი შეიძლება იყოს მისაღები ოთახის კედელი, რომელსაც საბჭოთა დროს ბროლის ჭურჭლის და სხვა სერვიზების შესანახად იყენებდნენ. მდგმურებს არ დააქვთ ძვირფასი ჭურჭელი და შესაბამისად, ასეთი გარნიტურები მხოლოდ ადგილს დაიკავებს. გაითვალისწინეთ რომ, იმის მიუხედავად, რა ფართობის ბინას აქირავებთ, სახლში თავისუფალი სივრცე ყოველთვის მნიშვნელოვანია და იქ არ უნდა იყოს უსარგებლო ნივთები. სჯობს, მისაღები ოთახის დაზიანებული კედელი, სამეული თუ სხვა მასიური ავეჯი გადაყაროთ და თუნდაც ყველაზე დაბალფასიანი, მაგრამ გამოსადეგი ავეჯი შეიძინოთ.

ბინა მინიმალური ავეჯით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზედმეტი უსარგებლო ავეჯი, პირიქით ხელისშემშლელი პირობაა და სივრცის გათავისუფლება სჯობს. თუმცა, არის გარკვეული ნივთები, რის გარეშეც უბრალოდ ვერ იცხოვრებს ადამიანი. მცირე ფართობის ბინაში, დასაძინებლად საუკეთესო ვარიანტი იქნება გასაშლელი დივანი, რომელიც ღამით საწოლად გადაიქცევა, ხოლო დღისით სხვა ფუნქციით დაიტვირთება. სამზარეულოში აუცილებელია ერთი ან ორი კარადა მაინც, ჭურჭლის შესანახად. ასევე, პატარა მაგიდა და ორი სკამი. მდგმურებს აუცილებლად დასჭირდებათ სარეცხის მანქანა, ხოლო ზაფხული მაცივრის გარეშე წარმოუდგენელია. ზამთარში კი გათბობის რაიმე საშუალება, ეს შეიძლება იყოს ბუნებრივ აირზე მომუშავე ან ელექტროგამათბობელი. გაგრძელება

წყარო: ss.ge