როგორ შევარჩიოთ სახლი ხანმოკლე ინვესტიციისთვის, გადაყიდვის მიზნით - rogor.ge

როგორ შევარჩიოთ სახლი ხანმოკლე ინვესტიციისთვის, გადაყიდვის მიზნით

აღნიშნულმა ცვლილებებმა ბევრი ადამიანი დააფიქრა უძრავ ქონებაში განეხორციელებინა ინვესტიცია, რამდენადაც გაჩნდა ახალი პერსპექტივები, მარტივად გამოვიმუშავოთ ფული. დღეს, უძრავ ქონებაში განხორციელებული ინვესტიცია მიმზიდველია არამხოლოდ გარანტირებული მოგების გამო, არამედ ის ასევე არის პასიური შემოსავლის უნიკალური წყარო, როდესაც შეგიძლია დროისა და შრომის მინიმალური რესურსის ჩადებით, მიიღო შემოსავალი. იოლი ფული მიმზიდველია ყველასთვის, მათთვის ვისაც ბიზნესში ინვესტირების არც ისე ფართო გამოცდილება აქვს და მათთვისაც, ვინც დაკავებულია და არ შეუძლია დროის ძვირფასი რესურსის განაწილება.

მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონება ზოგადად გრძელვადიან ინვესტიციად მიიჩნევა, არსებობს ხანმოკლე ინვესტიციის ფორმებიც, რაც ბინის გადაყიდვას გულისხმობს. ამ შემთხვევაში, შეგვიძლია შევიძინოთ როგორც მშენებარე ბინა და მშენებლობის დასრულებისთანავე სარფიანად გადავყიდოთ, ასევე შესაძლებელია შევიძინოთ ბინა უკვე დასრულებულ, საბჭოთა პერიოდში აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში, გავარემონტოთ და მცირე ხნის შემდეგ უფრო ძვირად გავყიდოთ. განვიხილოთ ორივე ვარიანტი.

როგორ შევარჩიოთ მშენებარე ბინა გადაყიდვის მიზნით

ინვესტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარგი რეპუტაციის მქონე სანდო დეველოპერის შერჩევის საკითხია, რომელიც დროულად აბარებს პროექტებს, არ უშვებს შეცდომებს დასრულების და სამონტაჟო სამუშაოებში და მომხმარებელს აძლევს გარანტიას. მშენებლობის საწყის ეტაპზე ბინის შერჩევას დიდი პლუსი აქვს, ამ დროს ბინების უმეტესი ნაწილი თავისუფალია და თამამად შეგიძლიათ შეარჩიოთ როგორც სართული, ასევე ფართობი და სხვა ნებისმიერი დეტალი, რაც შემდეგ ეტაპზე შეუძლებელი იქნება. ხოლო, ფასის თვალსაზრისით, მშენებლობის დაწყებიდან მის ჩაბარებამდე საშუალოდ 10-50 %-ით იზრდება ღირებულება. მშენებლობის შუა ეტაპზე უძრავი ქონების შეძენისას კი განხორციელებული ინვესტიციის მოგებამ, შეიძლება საშუალოდ 20-30 % შეადგინოს. მშენებარე ბინები და სანდო დეველოპერები, მარტივად შეგიძლიათ ონლაინ იპოვოთ HOUSE.GE-ზე. დეტალურად გაეცანით სამშენებლო კომპანიებს, ნახეთ მათი პრიორიტეტები, წაიკითხეთ მათი ისტორია და გაიგეთ მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეები. ეს მოგცემთ საშუალებას სანდო პარტნიორი შეარჩიოთ, რომელიც მოლოდინებს არ გაგიცრუებთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგანაც სწორედ ის არის პასუხისმგებელი, როგორი სახლი უნდა აგიშენოთ. აქ, ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ ბინა პროექტის და გეგმარების მიხედვით. ხოლო, თქვენთვის საინტერესო არეალში ბინის ადვილად საპოვნელად, შეგიძლიათ რუკით ძებნა გამოიყენოთ. განაგრძეთ კითხვა

წყარო: ss.ge