როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები ლოგინში - rogor.ge

როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები ლოგინში

თხის რქა

თხის რქა - მისიონერული პოზის ნიშანია. ისინი ლოიალურები, სანდო, მაგრამ მოსაწყენი საყვარლები არიან. შემოქმედებას მათგან არ უნდა ელოდოთ. მეორე მხრივ, თხის რქა ყოველთვის მზადაა, დაწყებული საქმე ორგაზმამდე მიიყვანოს.რადგანაც თხის რქები სუპერსანდოები არიან, ისინი მუდმივად ატარებენ თან პრეზერვატივს. თეთრეული - ყოველთვის კონსერვატიულ ფერებში. არავითარი სიურპრიზი, თუმცა სანდოობა - კალაშნიკოვის ავტომატის მსგავსი!

მერწყული

მერწყული - გამომგონებელი და მზვერავია. ამიტომაც, ნუ გაგიკვირდებათ, თუკი იგი მოგთხოვთ პოზას, რომელზეც მხოლოდ "კამასუტრაში" თუ გაიგებთ. მერწყულის ფეტიში - სიახლეა, იგი მუდმივად მზად არის ექსპერიმენტებისთვის. პარტნიორს პერიოდულად უწევს მისი შეკავება - თუნდაც უსაფრთხოების მიზნით.მეორე მხრივ, მისი შეკავება არცთუ ისე ადვილი საქმეა, რადგან მერწყულისთვის განურჩეველი სექსი უცხო არ არის. ასეთ საყვარელს მუდმივად უნდა უთვალთვალოთ.

თევზები

თევზები - ემოციური და კარგად აღზრდილი ადამიანები არიან. მათთან ერთად ექსპერიმენტების ჩატარება რთულია: თუ მათ იციან, რომელ პოზაში გაუადვილდებათ ორგაზმის მიღება, მას არ შეცვლიან.მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ თევზები პარტნიორს ადვილად ეჩვევიან, მათთან სიახლოვის დონე ძალზე მაღალი შეიძლება იყოს. ამიტომაც თევზებს სხვა ნიშნებზე მეტად უყვართ ორალური და ანალური სექსი.თევზები სერიოზულად წუხან იმაზე, რომ პარტნიორის მოთხოვნილებები დააკმაყოფილონ. თუ თევზი თქვენი პარტნიორია, დარწმუნებული იყავით, რომ მისთვის ყოველთვის პირველ ადგილზე იქნებით.

ვერძი

ვერძები იმპულსურები არიან და მუდმივად ეძებენ თავგადასავლებს. საწოლში საკმაოდ აგრესიულები და აქტიურები არიან. საყვარელი პოზა - მამაკაცი უკნიდან.ვერძებს უყვართ საკუთარ თავზე ინიციატივის აღება, სექსით დაკავების იდეას ყოველთვის აღფრთოვანებით ხვდებიან. ადვილად იღგზნებიან და ასევე სწრაფად მიდიან ფინიშამდე. თუმცა, იმდენი ძალა აქვთ, რომ უამრავჯერ შეუძლიათ გაიმეორონ აქტი. თუ ხალისიან, ენერგიულ სექსს ეძებთ, ვერძზე უკეთეს პარტნიორს ვერ იპოვით. წაიკითხეთ ვრცლად