როგორ ვიყიდოთ და გავაერთიანოთ ორი ბინა
სამართლებრივი ნაწილი
საქართველოს კანონმდებლობით. იურიდიულად ორი ბინის გაერთიანების არანაირი პრობლემა არ არსებობს. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულია დოკუმენტი საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავი ნივთების გაერთიანების საფუძველზე. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, - „მესაკუთრეს შესაძლებელია საკუთრებაში ჰქონდეს რამდენიმე უძრავი ნივთი. იმ შემთხვევაში, თუ უძრავი ნივთები (ორი ან/და მეტი) ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარეობენ, მესაკუთრეს შეუძლია მათი გაერთიანება და საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაერთიანების შედეგად მიღებულ ერთ უძრავ ნივთზე“.
თუმცა, კანონმდებლობას აქვს მოთხოვნები, რომლის თანახმადაც, -„უძრავი ნივთის გაერთიანებისას აუცილებელია დამზადდეს გაერთიანების შედეგად წარმოშობილიუძრავი ნივთის საკადასტრო აზომვითი ან/და შიდა აზომვითი ნახაზები“.
მშენებარე რეგისტრირებული ბინების გაერთიანების შემთხვევაში:
1) თუ მშენებარე ბინები რეგისტრირებულია პროექტის (ინდივიდუალური ფართის) შესაბამისად, გაერთიანების შემთხვევაში წარმოსადგენია შესაბამისი მუნიციპალიტეტის/ არქიტექტურის სამსახურის თანხმობა;
2) თუ მშენებარე ბინები არ არის რეგისტრირებული პროექტის (ინდივიდუალური ფართის) შესაბამისად და ხდება ასეთი ბინების გაერთიანება, წარმოსადგენია შესაბამისი მუნიციპალიტეტის/არქიტექტურის სამსახურის თანხმობა გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაერთიანების შედეგად მიიღება პროექტის შესაბამისი ინდივიდუალური ფართი;3) თუ მოთხოვნილია ექსპლუატაციაში მიღებული ბინების გაერთიანება, წარმოსადგენია შესაბამისი მუნიციპალიტეტის/არქიტექტურის სამსახურის თანხმობა. განაგრძეთ კითხვა