როგორ გავუმკლავდეთ სტრესს - ფსიქოლოგი თორნიკე ზავრაშვილი - rogor.ge

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს - ფსიქოლოგი თორნიკე ზავრაშვილი

- თორნიკე, მოდი, განვმარტოთ, რა არის სტრესი და რა იწვევს მას?

- სტრესი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას განვიცდით სხვადასხვა საქმიანობის დროს, მრავალი მიზეზით. ადამიანისთვის რთულია ფეხი აუწყოს ცხოვრების სწრაფ ტემპს და სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეეჭიდოს. სტრესი ადამიანის მოტივაციის დონის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ცვლადია. ის გვიბიძგებს, რომ დაძაბულობის მიზეზები და ამით გამოწვეული პრობლემები მოვაგვაროთ. ეს აუცილებელია წინსვლის, განვითარებისა და მომავალში გადარჩენისთვის.

- როგორ ვმართოთ სტრესი?

- სტრესის მართვაში იგულისხმება ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური სტრესორების მართვა, როგორებიცაა, მაგალითად, თვითშეფასების დაწევა და სიმარტოვე. სტრესორი არის შინაგანი ან გარეგანი სტიმული, რომელიც იწვევს სტრესს. სტრესორები შეიძლება იყოს, მაგალითად: სიცივე, სიცხე; ასევე - ფსიქოლოგიური, როგორიცაა დეპრესია; არსებობს ფილოსოფიური ხასიათისაც, როგორიცაა ცხოვრებისეული მიზნების განსაზღვრა; და - სოციალური: ეს შეიძლება იყოს უმუშევრობა, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება და სხვა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ჩვენს ტვინში მუშავდება და ის განაპირობებს, თუ როგორ გავუმკლავდებით სტრესორს. განაგრძეთ კითხვა