როგორ ვაქციოთ ბებიის სახლი თანამედროვე ბინად
გარდა იმისა, რომ აუცილებლად იქნება შესაცვლელი იატაკი საფარი სამზარეულოში (გირჩევთ ლინოლეუმი კერამოგრანიტის და კერამიკული ფილებით ჩაანაცვლოთ, განახლება დასჭირდება საძინებელს, და სამზარეულოსაც.საძინებლის განახლება შესაძლებელია ტექსტილის განახლებით, თუ საწოლსაც შეცვლით ხომ მთლად უკეთესი. ფარდები, დეკორატიული გადასაფარებელი, ახალი თეთრეული და ახალი საძინებელიც მზად არის.
რაც შეეხება სამზარეულოს, თუ გაქვთ ტექნიკის განახლების საშუალება, ხომ კარგი. თუ არადა ფასადის გადაღებვა და ფარდების შეცვლა საკმარისი იქნება იმისთვის, რომ თავი განახლებულ ინტერიერში იგრძნოთ.
რაც შეეხება შემოსასვლელს, დიზაინერები ერთხმად გირჩევენ, რომ აუცილებლად ღია ფერებში გააკეთოთ. მოაშორეთ ზედმეტი ავეჯი, მიეცით საშუალება სივრცეს, ისუნთქოს. პატარა საკიდი აბსოლუტურად საკმარისის იქნება, შეზღუდულ სივრცეში ბევრი კარადა არცთუ კარგი გადაწყვეტილებაა.
წყარო: ss.ge