როგორ მოაწონოთ თავი ნებისმიერ გოგოს - rogor.ge

როგორ მოაწონოთ თავი ნებისმიერ გოგოს

მოვლილი ადამიანი ყოველთვის ახდენს შთაბეჭდილებას. გოგოს გულისკენ მიმავალი ყველა გზის დაპყრობა თუ გსურთ, ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ, გამოიყურებოდეთ სასიამოვნოდ. მოწესრიგებული თმა, ფრჩხილი, ტანსაცმელი და სასიამოვნო სურნელი აუცილებლად მიიქცევს ნებისმიერი ქალის ყურადღებას.

იყავით გალანტური და ღირსეული. მაშინაც კი, როცა არაფორმალურ გარემოში ხართ, ნუ გადახვალთ ზღვარს. ვერ ცერთი გოგონა გაგებით ვერ მოეკიდება უხეშობას ან უტაქტობას მამაკაცის მხრიდან. ამიტომ მოიქეცით, როგორც ჯენტლმენი, ეს მნიშვნელოვნად გაზრდის შანსს, რომ ქალბატონმა პოტენციურ პარტნიორად აღგიქვათ.

ნუ ისაუბრებთ გაბმულად. უმჯობესია, გოგოს მისცეთ შესაძლებლობა, მოგიყვეთ საკუთარ თავზე. ეს არა მხოლოდ მნიშვნელოვნად აგამაღლებთ ქალბატონის თვალში, არამედ შესაძლებლობას მოგცემთ ბევრი გაიგოთ მისი ინტერესის სფეროზე, მათ შორის იმაზე, რა მოსწონს მას მამაკაცში, ან - პირიქით.

dating-tips-for-2018-1676735591.jpg

მიართვით საჩუქრად ყვავილები ან შოკოლადი. გახსოვდეთ, ნებისმიერ გოგოს მოსწონს, იმის შეგრძნება, რომ მამაკაცი ფიქრობს მასზე და ცდილობს მისი გულის მოგებას სასიამოვნო და ტაქტიანი გზებით.

სცადეთ უფრო მეტი იურთიერთოთ გოგოსთან, ნუ გაქრებით მისი თვალსაწიერიდან. მიწერეთ ან დაურეკეთ, როგორც კი თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ, მაგრამ ნუ გადახვალთ ზღვარს და თუ შეამჩნევთ, რომ გოგო დიდი ენთუზიაზმით არ გპასუხობთ, უკეთესია დროებით მაინც გაერიდოთ და მისცეთ დრო.

აღნიშნეთ ყველა ის ცვლილება, რომელსაც გოგონა შეიტანს თავის გარეგნობაში. ქალებს უყვართ, როცა მამაკაცი ამჩნევს დეტალებს, თუნდაც ეს ლაქის ან თმის ფერის ცვლილება იყოს.

1-vljos7j3bg3juvxcebpt8g-1676735628.jpeg

ყურადღებით მოუსმინეთ და დაიმახსოვრეთ, რასაც გოგო გეტყვით. ცხადია, ყველაფრის დამახსოვრება შეუძლებელია, მაგრამ აუცილებელია გახსოვდეთ ის ძირითადი და მნიშვნელოვანი თემები, რომლებიც მას აღელვებს. რა სარგებელს მოგიტანთ ეს? მაშინ, როცა გარკვეული დროის შემდეგ შეძლებთ მისთვის ემოციური ამბების გახსენებას, არა მხოლოდ გააოცებთ მას, არამედ უფრო შეაყვარებთ თავს.

იყავით ჯენტლმენი: მიაცილეთ გოგო სახლამდე, გადაიხადეთ დანახარჯი კაფესა თუ რესტორანში, გაატარეთ პირველი, გაუღეთ კარი. მართალია, შეიძლება ზოგი რჩევა მოძველებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ზრუნვისა და პატივისცემის ამგვარი გამოხატვით უფრო მოაწონებთ თავს მას.

იყავით რომანტიკული, დაპატიჟეთ გოგო კაფეში, კინოში, წაიყვანეთ თეატრში, ნურც ქალაქგარეთ ერთობლივი გასვლა ან პიკნიკი დაგავიწყდებათ. ასეთი განმარტოებები საშუალებას მოგცემთ უფრო წარმოაჩინოთ საკუთარი თავი, ახლოს გაიცნოთ გოგო და მეტი საერთო გამონახოთ მასთან.

თუ გოგოს თანხლებით ქუჩაში შემთხვევით შეხვდებით მეგობრებს, ნუ დატოვებთ მას მარტო, პირიქით, აუცილებლად წარუდგინეთ მეგობრებს, როგორც თქვენი ახლობელი. ასე მარტივად მიახვედრებთ მას, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანია.

დაიმახსოვრეთ, სოციალურ ქსელში გოგოსთან აქტიური მიმოწერა შეიძლება მისთვის დამღლელი აღმოჩნდეს. ამდენად, ისე, როგორც ნებისმიერ შემთხვევაში აქაც აუცილებელია დაიცვათ ოქროს შუალედი.

თუ გადაწყვეტთ, რომ გოგოსთან ურთიერთობის ახალ ფაზაში უნდა გადახვიდეთ, თვითონ შესთავაზეთ ამის შესახებ. არ გადადოთ და პირდაპირ ჰკითხეთ, არის თუ არა თანახმა, ურთიერთობა ახალი სტატუსით გააგრძელოთ.

გამოხატეთ ზრუნვა გოგოს მიმართ, დაინტერესდით მისი პრობლემებით, შესთავაზეთ დახმარება მათ გადაჭრაში, დაეხმარეთ შეძლებისდაგვარად და ნურასდროს გატეხთ მიცემულ პირობებს.

მოუყევით გოგოს თქვენი გეგმების შესახებ. ჰკითხეთ რჩევა და გაითვალისწინეთ. ასე მიახვედრებთ, რომ თქვენთვის მისი შეხედულებები საინტერესო და პატივსაცემია.

თუ გოგოსთან ურთიერთობის ,,დამთბარ” ფაზაში ხართ, დაპატიჟეთ სახლში, ჰკითხეთ, რა უყვარს და მოუმზადეთ საყვარელი კერძი. თავისუფალი დროის მყუდრო, კომფორტულ და მზრუნველ გარემოში სასიამოვნო გატარება უფრო დაგაახლოვებთ მასთან.