როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ ლაპარაკი მალე დაიწყოს - კომაროვსკის 6 რჩევა - rogor.ge

როგორ დავეხმაროთ ბავშვს, რომ ლაპარაკი მალე დაიწყოს - კომაროვსკის 6 რჩევა

ყველაფერი აღუწერეთ

ბავშვის გასაგონად სიტყვებით გადმოეცით ყველაფერი, რასაც ხედავთ და აკეთებთ. მუდმივად აღწერეთ გარემო. თქვენს მოქმედებებს მიაყოლეთ სიტყვიერი აღწერა. უთხარით, რას აკეთებთ, მას რისი გაკეთება სურს, მოსწონს თუ არა ესა თუ ის ნივთი. საუბარი და ურთიერთობა ძალიან ეფექტური ხერხია მეტყველების განვითარებისთვის.

დაუსვით კითხვები

კომუნიკაცია კარგია, მაგრამ ორმხრივი კომუნიკაცია - უკეთესი. ეცადეთ დიალოგში აიყოლიოთ თუნდაც რეაქციებით, ჟესტებით. შეკითხვები ინტონაციით გამოკვეთეთ. ბავშვმა უნდა იგრძნოს, როდის არის მისი მხრიდან პასუხი საჭირო.

მოუყევით ამბები

გარკვეული დროით მეზღაპრეობა მოგიწევთ. მოიგონეთ ამბავი ყველაფერზე, რასაც ხედავთ, თუნდაც ვაშლზე, მაგიდაზე რომ დევს, ან ხეზე, რომელიც ფანჯრიდან მოჩანს, ფისოზე, ხეზე რომ ახტა. ეცადეთ, ამბავი მისთვის გასაგები და საინტერესო იყოს. გაგრძელება