როგორი სამოსი არ უნდა ჩაიცვათ გაზაფხულზე, თუ თქვენი სიმაღლე 165 სმ და ნაკლებია - rogor.ge

როგორი სამოსი არ უნდა ჩაიცვათ გაზაფხულზე, თუ თქვენი სიმაღლე 165 სმ და ნაკლებია

ფართო ჯინსი უდავოდ მოდური ტენდენციაა,მაგრამ დაბალი გოგონებისთვის ასეთი მოდელი შეიძლება არ იყოს მოხდენილი: ფეხებზე ნაკეცები ვიზუალურად ამოკლებს ფიგურას.

jinsi-1676709207.jpg

მამაკაცური სტილის პიჯაკი ასევე ფრთხილად უნდა აარჩიოთ: ოდნავ გადიდებული მხრების მოდელები უფრო დიდებულს გაგხდით, მაგრამ თუ ცოტას გადააჭარბებთ, შესაძლოა საშინლად არ მოგიხდეთ. ამიტომ დაბალმა გოგონებმა ძალიან ფრთხილად უნდა აირჩიონ ოვერსაიზი.

screenshot-2023-02-18-123435-1676709303.png

ქურთუკისა და კაბის კომბინაცია გადამწყვეტია. თუ ქვედაკაბა გაცილებით გრძელია, ვიდრე ქურთუკი, ეს კვლავ შეამცირებს თქვენს სიმაღლეს. აქედან გამომდინარე, გაცილებით ეფექტური იქნება "მიდი" ქურთუკისა და კაბის შეხამება.

plate2-1676709364.jpg

არ ჩაიცვათ დაბალწელიანი კაბები. ისინი ამოკლებენ ფეხების სიგრძეს. ამიტომ შეარჩიეთ მოდელები მაღალი ან საშუალო წელის ხაზით და აუცილებლად მოგიხდებათ.

14403e31152d311a66ef1a69cdid-odezhda-sherstyanoe-plate-verona-1676709443.jpg

პიჯაკზე შემოჭერილი ქამარი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ხრიკია, მაგრამ სიფრთხილე გმართებთ: თუ ძალიან ფართო აქსესუარს აირჩევთ, შესაძლოა მან ხაზი არ გაუსვას თქვენს სისუსტეს, მაგრამ ვიზუალურად „გაჭრის“ ფიგურას შუაზე. ამიტომ, ყოველთვის შეარჩიეთ საშუალო სიგანის ქამრები.

belt3-1024x694-1676709512.jpg