როგორ და რასთან ჩაიცვათ ქვედაკაბა-ბუშტი: 2023 გაზაფხულის მთავარი ტრენდი - rogor.ge

როგორ და რასთან ჩაიცვათ ქვედაკაბა-ბუშტი: 2023 გაზაფხულის მთავარი ტრენდი

პიჯაკი და ჩექმები

rogor-1676629179.jpg

მორგებული პიჯაკი და ტყავის ბოტფორდები იდეალურად შეეფერება ამ საგაზაფხულო „თაიგულ-ყვავილოვან“ იერს. სხვადასხვა ხასიათის ტექსტურები და მასალები ძალიან ჰარმონიულად გამოიყურება! სხვათა შორის, ამ სტილის მორგებული შუა სიგრძის ქვედაკაბა, დამიჯერეთ, უნაკლოდ ზის ნებისმიერ ფიგურაზე.

ტყავის ქურთული და ბათინკები

rogor1-1676629259.jpg

კლასიკური და "ქეჟუალის" საყვარელი და დადასტურებული კომბინაცია. ტყავის ქურთუკის ქვეშ ვიცვამთ პერანგს ან გრძელ მაისურს და მაშინვე ვიზუალურად წარმოვიდგენთ თბილ ამინდს და დიდხანს სეირნობას.

ჰუდი და სპორტული ფეხსაცმელი

rogor3-1676629339.jpg

დიახ, ეს ასეთიც არსებობს! მართალია, ამ ვარიანტს მაინც სიფრთხილით უნდა მოეპყროთ. გაითვალისწინეთ, რომ ჰუდს შეუძლია ზედმეტი მოცულობის დამატება უკვე სავსე ქვედაბოლოსთან, და თუ გაწუხებთ ზედმეტი კილოგრამების დამატება ვიზუალურად, უმჯობესია არ სცადოთ ეს კომბინაცია. დაბალი სიმაღლე ასევე იქნება არაეფექტური.

წყარო: thevoicemag