როგორ ჩავაბაროთ პოლიციის აკადემიაში - დეტალური ინსტრუქცია + ტესტი: შეძლებთ თუ არა პოლიციაში მუშაობას? - rogor.ge

როგორ ჩავაბაროთ პოლიციის აკადემიაში - დეტალური ინსტრუქცია + ტესტი: შეძლებთ თუ არა პოლიციაში მუშაობას?

პოლიციის აკადემიაში განცხადების წარდგენა

პოლიციის აკადემიაში განცხადების წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდზე (www.hr.police.ge).

კანდიდატმა უნდა შეავსოს ელექტრონული აპლიკაცია. აპლიკაციას უნდა ერთვოდეს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ფოტოსურათი (ზომით 3X4);
  • სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ასლი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირი ინიშნება პატრულ-ინსპექტორის პოზიციაზე.

თუ კანდიდატი და წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს, სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს ან სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის მიერ ხდება აღნიშნული კანდიდატის შესახებ მონაცემების აკადემიისთვის მიწოდებას.

ტესტირება პოლიციის აკადემიაში

ტესტირების ეტაპის ჩატარებას უზრუნველყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია.

დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების თარიღის, აუდიტორიისა და დროის შესახებ განთავსდება აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე www.policeacademy.gov.ge

ტესტირების ეტაპები

ტესტირება ტარდება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

ტესტი შედგება ორი ნაწილისგან (130 კითხვა): IQ და ზოგადი უნარები. თავის მხრივ, ზოგადი უნარების ტესტი მოიცავს 6 ნაწილს:

  • ანალოგია;
  • ლოგიკა;
  • მათემატიკა;
  • სიტყვების ტესტი;
  • წაკითხული ტექსტის გააზრება;
  • წინადადებების შევსება.

ტესტის თითოეული ნაწილის მაქსიმალური და მინიმალური ქულა

IQ არავერბალური ინტელექტის შესამოწმებელი ტესტია, რომლის მაქსიმალური შეფასებაა 156 ქულა.

ზოგადი უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 64. ტესტის თითოეულ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი 0 ქულით.

ტესტირების მაქსიმალური ქულაა 220.

საგამოცდო ტესტის გამსვლელი ქულა

ტესტირება კანდიდატს გავლილად ჩაეთვლება, თუ:

  • IQ ნაწილში დააგროვებს მინიმუმ 105 ქულას, ხოლო ზოგადი უნარების ნაწილში 30 ქულას.
  • მესაზღვრეთა და უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის / უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ტესტირებაზე საგამოცდო ტესტი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ კანდიდატი ჯამურად დააგროვებს 110 ქულას.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ვერ დააგროვებს საკმარისი რაოდენობის ქულებს, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, კანდიდატს აქვს უფლება გადააბაროს ერთჯერადად.

საგამოცდო დროის ხანგრძლივობა

IQ ტესტის ხანგძლივობა 1 საათი, ხოლო ზოგადი უნარების ტესტის 1 საათი და 30 წუთია.

ტესტირების ჯამური ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.

გასაუბრების ეტაპი

პოლიციის აკადემიაში ჩაბარების მსურველებს ტესტირების ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ მოუწევთ გასაუბრების ეტაპის გავლა. ამ ეტაპზე კანდიდატი ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ზოგადი პიროვნული მახასიათებლები/ემოციური მდგრადობა;
  • განათლება;
  • სამუშაო გამოცდილება;
  • მოტივაცია;
  • ლოგიკური და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
  • კანდიდატის საქმიანობასთან შესაბამისობა;

სამომავლო საქმიანობის სფეროზე ინფორმირებულობა.ინფორმაცია გასაუბრების შედეგებზე განთავსდება აკადემიის ოფიციალურ ვებგვერდზე (www.policeacademy.gov.ge), საბოლოო შედეგების მიღებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.

ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება

კანდიდატს, რომელიც წარმატებით ჩააბარებს ტესტირებასა და გასაუბრებას, პოლიციის აკადემიაში ჩარიცხვამდე უნდა ჩაუტარდეს ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება.

კანდიდატის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებას უზრუნველყოფს შს სამინისტროს სსიპ – ჯანმრთელობის დაცვის სამსახური.

ფიზიკური მომზადების დონის შემოწმება

კანდიდატის ფიზიკური მომზადების დონეს ამოწმებს:

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი

თუ განიხილება კანდიდატის სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ან საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტებში დანიშვნის საკითხი, მისი ფიზიკური მომზადების დონეს ამოწმებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი.

თუ განიხილება კანდიდატის აღნიშნულ დანაყოფში დანიშვნის საკითხი, მისი ფიზიკური მომზადების დონეს ამოწმებს სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დანაყოფი.

კანდიდატის ფიზიკური დონის შემოწმება ხდება სპეციალური ფიზიკური ნორმატივების შესაბამისად, რომელიც განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

სპეციალური შემოწმება

პოლიციის თანამდებობასთან შესაბამისობის მიზნით ხდება კანდიდატის წარსული საქმიანობის, პიროვნული და პროფესიული კეთილსინდისიერებისა და მორალური რეპუტაციის შემოწმება პოლიციელის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნამდე.

კანდიდატის შეფასება ხდება ზემოთ ხსენებული შესარჩევი ეტაპების შედეგებისა და სპეციალური შემოწმების დროს მოძიებული ინფორმაციის სამართლიანი შეჯერების საფუძველზე.

პოლიციის აკადემიის შესარჩევი ეტაპების წარმატებით გავლის შემდეგ

კანდიდატი გამოსაცდელი ვადით ინიშნება არაუმეტეს 1 წლით.

კანდიდატი ირიცხება აკადემიაში სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, დებს პოლიციელის ფიცს და მიენიჭება პოლიციის რიგითის წოდება.

სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი იღებს შესაბამის სერტიფიკატს.

გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პროფესიული სწავლების პერიოდში პირი იღებს მხოლოდ შესაბამისი თანამდებობისთვის დადგენილი თანამდებობრივი სარგოს ნახევარს და წოდებისთვის დადგენილ სარგოს, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელების დროს კი სრულ ხელფასს.

დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე მსმენელის ჩარიცხვის წესი

http://policeacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/legal_acts/profedu/987.pdf

სსიპ - საქართველოს შსს აკადემიაში სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გასავლელად კანდიდატთა ტესტირებისა და გასაუბრების გამსვლელი ბარიერის დადგენის შესახებ

http://policeacademy.gov.ge/uploads/docs/public_info/legal_acts/profedu/582.pdf

myquiz

წყარო: policeacademy.gov.ge