როგორ გავაუმჯობესოთ პოტენცია და ლიბიდო ვიტამინებით და პროდუქტებით - rogor.ge

როგორ გავაუმჯობესოთ პოტენცია და ლიბიდო ვიტამინებით და პროდუქტებით

პირველ ადგილს იმ პროდუქტების ჩამონათვალში, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს შეტანილი მამაკაცის საკვებში, პომიდორი იკავებს. ის შეიცავს ლიკოპენს, ნივთიერებას, რომელიც ამცირებს პროსტატის კიბოს რისკს. ტომატის წვენი და ახალი პომიდორი სალათში საუკეთესო იქნება მთელი წლის განმავლობაში. ტესტოსტერონის დონის ასამაღლებლად რეგულარულად უნდა მიირთვათ თეთრი კომბოსტო, ნიახური, ოხრახუში და სალათის ფოთოლი, ასევე რეგულარულად მიიღოთ კვერცხი.

კვერცხი ადვილად ასათვისებელი პროტეინის, ლუთეინის, რკინისა და E ვიტამინის საბადოა. ამერიკელი დიეტოლოგები გვირჩევენ მენიუში კვერცხის რაოდენობის გაზრდას დღეში სამამდე, თუ პოტენციასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ. კვერცხი ჩვეულებრივად ითვლება ქოლესტერინის წყაროდ.

გარდა ბოსტნეულისა, მამაკაცებმა მენიუში უნდა შეიტანონ ბროწეულის წვენი და წითელი ყურძენი, რომელიც ზრდის პოტენციას, რაც ხელს უწყობს მაღალი ხარისხის სპერმის გამომუშავებას. ნუ უგულებელყოფთ თხილს, რადგან ის შეიცავს სელენს, რომელიც შეუცვლელია ტესტოსტერონის სინთეზის პროცესში. განაგრძეთ კითხვა