როგორ მოიქცეთ, როცა დამქირავებელი ბინის დატოვებაზე უარს აცხადებს? - rogor.ge

როგორ მოიქცეთ, როცა დამქირავებელი ბინის დატოვებაზე უარს აცხადებს?

რამდენად ხშირია პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები და რა ბერკეტები აქვს დამქირავებელს, ამის შესახებ „სამართლის ჯგუფის“ დირექტორს, იურისტ ანა ბაქრაძეს ვესაუბრეთ:

რა ბერკეტები აქვს დამქირავებელს, როცა გამქირავებელი საცხოვრებლის დატოვებაზე უარს აცხადებს?

ასეთ შემთხვევაში გამქირავებელმა უნდა მიმართოს სასამართლოს, დაადასტუროს რომ დამქირავებელმა დაარღვია ვალდებულება, მაგალითად 3 თვის განმავლობაში არ იხდიდა ქირას, ან ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და დამქირავებელი მაინც აგრძელებს ბინის უკანონო ფლობას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო იმსჯელებს და გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას.

რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელებში პერიოდულად გვხვდება პოსტები, რომ გამქირავებლები პრობლემების წინაშე არიან, რადგან უცხო ქვეყნის მოქალაქეები მათი საცხოვრებლის დატოვებაზე უარს აცხადებენ. მართლაც, რამდენად გახშირდა ეს პრობლემა და რა უნდა მოიმოქმედოს ამ დროს უძრავი ქონების მესაკუთრემ?

აღნიშნული პრობლემა რეალურად კანონის ამოქმედებისთანავე დადგა, კანონმდებლობის ცვლილებით ხშირად საქართველოს მოქალაქეებიც არაკეთილსინდისიერად სარგებლობდნენ, თუმცა რუსეთ-უკრაინაში განვითარებული მოვლენების შედეგად, ეს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა მისი მასშტაბებიდან გამომდინარე. უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში, ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა. გაგრძელება

წყარო: ss.ge