როგორ იკვებოთ ჯანსაღად - რჩევები დაკავებული ადამიანებისთვის - rogor.ge

როგორ იკვებოთ ჯანსაღად - რჩევები დაკავებული ადამიანებისთვის

გჯეროდეთ, რომ ეს მარტივია

თუ თქვენ საათობით ფიქრობდით დიეტაზე, იკვლევდით, თუ როგორ შეგიძლიათ შეინარჩუნოთ სამიზნე წონა, ეს იმიტომ, რომ თქვენ ამას დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდით. ეს ყველაფერი სტრესში გაგდებთ, რაც აისახება თქვენზე, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. ქრონიკული სტრესი უარყოფითად მოქმედებს თქვენს ჰორმონებზე, რის გამოც თქვენ მიდრეკილნი ხართ უსარგებლო საკვების გადაჭარბებული მიღებისკენ, რაც უფრო მეტ სტრესსა და შფოთვას იწვევს. მაგრამ თუ თქვენ გადაწყვეტთ დაიჯეროთ, რომ ძნელია სათანადოდ ჭამა, თქვენ მხოლოდ იმედგაცრუების წინაშე დადგებით. რწმენა ყოველთვის წინ დგას ქმედებებზე.

გაიმარტივეთ კვება და იყავით მოქნილი

მაქსიმალურად ეცადეთ გაიმარტივოთ ცხოვრება. თუ სადილის მოსამზადებლად სამზარეულოში საათები უნდა გაატაროთ და ვერ ახერხებთ, გახსოვდეთ, რომ ეს არ მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ გაკლიათ თვითდისციპლინა ან ნებისყოფა. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მსგავსი მექანიზმი არ არის შექმნილი დატვირთული ადამიანებისთვის. გარეთ ჭამა არ ეწინააღმდეგება ჯანსაღ კვებას, მთავარია კარგი არჩევანი გააკეთოთ. თქვენ არ უნდა შეიზღუდოთ საკუთარი თავი, თუ გიყვართ ორაგული, ჭამეთ ორაგული, თუ მოგწონთ შემწვარი ცხვრის ხორცი, დაამატეთ ის თქვენი რეცეპტების სიაში და მიირთვით, უბრალოდ დარწმუნდით, რომ ყოველ კვებაზე, თქვენ ასევე გაქვთ ბოსტნეულის და ხილის საკმარისი რაოდენობა ხორცთან ერთად, რადგან თქვენ უნდა უზრუნველყოთ მრავალფეროვანი საკვების მიღება თქვენი სხეულის სხვადასხვა ორგანოების გამართული ფუნქციონირების შესანარჩუნებლად.

ნება მიეცით თქვენს სხეულს გააკეთოს თავისი საქმე

rogor-1676552018.jpg

ადამიანების 99% ფიქრობს, რომ „კალორიის დათვლა“ არის წონის დაკლების გასაღები, მაგრამ შეგიტანიათ ეჭვი ამ ჭეშმარიტებაში? სინამდვილეში წონის დაკლება არ არის თქვენი ნებისყოფის საქმე, არამედ თქვენი სხეულის. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენი სხეული ორგანულად დაიკლებს წონას თქვენთვის, თუ თქვენ იკვებებით დაბალანსებულად. შეზღუდვებზე დაფუძნებული ნებისმიერი დიეტა ზიანს აყენებს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას. განსაკუთრებით სტრესის ფონზე, რაც ორგანიზმის სწორად მუშაობას უშლის ხელს.

არ არსებობს ჯანსაღი კვების გაწერილი გრაფიკი. როდესაც თქვენი ორგანიზმი კარგად მუშაობს, თქვენ ინტუიციურად მიირთმევთ სათანადო რაოდენობის საკვებს. ისევე, როგორც თქვენმა ტვინმა ავტომატურად იცის, რა მანძილზე უნდა იყოს თქვენი ორი ფეხი ერთმანეთისგან დაშორებული სეირნობის დროს, რომ ერთმა მეორეზე არ დააბიჯოს. რა თქმა უნდა, არასოდეს დაგჭირდებათ დათვალოთ რამდენი წამი ჩაისუნთქეთ მხოლოდ იმისთვის, რომ დარწმუნდეთ მიიღეთ თუ არა ჟანგბადის განსაზღვრული რაოდენობა. თქვენი სხეული, ტვინის ჩათვლით, ძალიან ჭკვიანური სისტემაა, ჩაშენებული ინსტინქტებით. ეს ინსტინქტი კი შეიძლება იყოს უმოქმედო ან მიძინებული დიდი ხნის განმავლობაში დათრგუნვის გამო.

წყარო: lifehack.org