როგორ გავიზარდოთ მკერდი 7 მარტივი ვარჯიშით
თუ გეგმაში არ გაქვთ მკერდის ზომის ქირურგიული გზით გადიდება, ალბათ, დაგაინტერესებთ მისი ფორმის ბუნებრივი საშუალებებით შეცვლის მეთოდები. ქვემოთ მოყვანილი სპეციფიკური ვარჯიშების შესრულებით, შესაძლებელია გულმკერდის კუნთების ზომის, სიძლიერის და მთლიანი გარეგნობის გაუმჯობესება.ჩვენ გასწავლით 7 სახეობის ვარჯიშს, რომელთა გამეორება როგორც დარბაზში, ასევე სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი. აღნიშნული ვარჯიშების სისტემატური შესრულებით კი გაიძლიერებთ მკერდის კუნთებს. ძალისმიერი ვარჯიში ძალიან კარგი საშუალებაა გულმკერდის კუნთების საერთო შეხედულების გასაუმჯობესებლად. მართალია, მკერდის ზომა არ შეიცვლება, თუმცა საერთო ხედი მეტად მიმზიდველი გახდება.
მკერდი აგებულია ცხიმოვანი, ჯირკვლოვანი და დამხმარე ქსოვილებით. ცხიმოვანი ქსოვილი დიდწილად განსაზღვრავს მკერდის ზომას. ამიტომაც, შესაძლოა, წონაში მომატებით მკერდის ფორმები საგრძნობლად შეგეცვალოთ, თუ ცხიმოვანი ქსოვილის დიდი რაოდენობა გექნებათ.
კვლევების მიხედვით, მკერდის ზომასა და ფორმაზე დიდ გავლენას ასაკი ახდენს. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ 40-დან 85 წლამდე ასაკის 269 მონაწილიდან 61%-ს მკერდის ზომა მენოპაუზის შემდეგ შეეცვალა (გაეზარდა), ხოლო 20%-ს მკერდის ფორმის ცვლილება აღენიშნებოდა. განაგრძეთ კითხვა