როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუს - rogor.ge

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ძუძუს

ბავშვისთვის ძუძუს გადაჩვევის საუკეთესო ასაკია 12-14 თვე. რატომ?

  • ჩვეულებრივ, ამ პერიოდში პატარას ძუძუს მხოლოდ დღეში 2-ჯერ აძლევენ, ამიტომ გადაჩვევა შეიძლება უმტკივნეულოდ მოხდეს.
  • ბავშვს ერთი წლის ასაკისთვის სჭირდება დედასთან კონტაქტი, მაგრამ ეს კონტაქტი არა ძუძუთი კვების დროს მყარდება, არამედ ურთიერთობის, სწავლების, თამაშის დროს.
  • მიჩნეულია, რომ დედის რძე თავის უნიკალურ თვისებებს კარგავს მაშინ, როდესაც ბავშვი 1-1,5 წლისაა.როგორ განვსაზღვროთ, რომ პატარა ძუძუსთვის თავის დანებებისთვის მზადაა?

როდესაც ბავშვი ძუძუს ითხოვს, ცოტა ხანს მოიცადეთ და გაართეთ რაიმე საინტერესო თამაშით ან სათამაშოთი. თუ დიდი ხნით დაივიწყებს საკუთარ სურვილს, ეს კარგი ნიშანია.

შუა დღეს ბავშვი ძუძუს გარეშე დააძინეთ.

საღამოს დასაძინებლად ბავშვი სხვა ადამიანმა დააწვინოს. თუ ამ მოვლენას პატარა მშვიდად აღიქვამს და ღამე იშვიათად იღვიძებს, შეიძლება ვიფიქროთ, რომ დროა ძუძუთი კვებას გადავაჩვიოთ.

როგორ მოვიქცეთ?

ბავშვი ძუძუს თანდათანობით უნდა გადავაჩვიოთ. თავდაპირველად გამოვტოვოთ ერთი კვება (დილით შევცვალოთ რძის ნარევით), რამდენიმე დღის შემდეგ კი საღამოს კვებაც. ამასთან, კვების შემცირებასთან ერთად, ლაქტაციაც ქვეითდება.

თუმცა ძუძუთი კვების რაოდენობის შემცირებამ და მკვეთრად გადაჩვევამ შეიძლება ბავშვის პროტესტი და ბუნტიც კი გამოიწვიოს, რადგანაც პირველი დღეებიდანვე კვება ბავშვისთვის დედასთან ასოცირდება. კვების დროს ბავშვი არა მხოლოდ შიმშილს იკლავს, არამედ მშვიდდება კიდეც. განაგრძეთ კითხვა