როგორ შეინარჩუნოთ ჯანსაღი თმა ზამთარში - rogor.ge

როგორ შეინარჩუნოთ ჯანსაღი თმა ზამთარში

არ გახვიდეთ გარეთ სველი თმით

ზაფხულში, მშრალ, ცხელ ამინდში, შეგიძლიათ მთლიანად მიატოვოთ თმის საშრობი, თუმცა ზამთარში ეს კატეგორიულად მიუღებელია. თუ ძალიან გეჩქარებათ და დრო არ გაქვთ, მაშინ უმჯობესია, არ დაიბანოთ და მშრალი შამპუნი გამოიყენოთ. ქარი და დაბალი ტემპერატურა თმას მტვრევადს და გამომშრალს გახდის. ექსპერტები ზამთარში ქუდების ტარებას გვირჩევენ.

არ გამოიყენოთ ძალიან ბევრი თმის კონდიციონერი

ექსპერტი გირჩევენ, კვირაში რამდენჯერმე გამოიყენოთ დამატენიანებელი პროდუქტები, მცირე რაოდენობით. წაისვით კონდიციონერი ტენიან თმაზე, გაიჩერეთ რამდენიმე წუთი და ჩამოიბანეთ. დაიბანეთ თმა შამპუნით, ჩამოიბანეთ და წაისვით თქვენი საყვარელი ნიღაბი, შემდეგ კვლავ კარგად ჩამოიბანეთ. განაგრძეთ კითხვა