როგორ შევურჩიოთ ახალშობილს საწოლი - პრაქტიკული რჩევები - rogor.ge

როგორ შევურჩიოთ ახალშობილს საწოლი - პრაქტიკული რჩევები

დავიწყოთ იმით, რომ პირველ რიგში უნდა ჩამოვყალიბდეთ ფორმასთან დაკავშირებით. არსებობს სარწეველა, კლასიკური საწოლი, საწოლი რწევის მექანიზმით, ტრანსფორმერი საწოლი, მისადგამი საწოლი.სარწეველა სულ პატარებისთვის, ახალშობილებისთვის არის, 0-დან 3-6 თვემდე, ამის შემდეგ მსგავსი ტიპის საწოლში ყველაზე მინიატიურული ბავშვიც კი ვერ მოთავსდება. თუ ფინანსური მდგომარეობა იძლევა ამის საშუალებას, საწოლთან ერთად სარწეველას ყიდვა ნამდვილად ღირს, რადგან ჩვილისთვის სიცოცხლის პირველ თვეებში მართლაც ძალიან ეფექტურია.

რაც შეეხება კლასიკურ საწოლს, ეს ყველაზე მისაღები ფორმა აღმოჩნდა მშობლებისთვის, მისი სტანდარტული ზომა 120X60-ზეა. მისის გამოყენება დაახლოებით 2-3 წლამდეა შესაძლებელი. თუ არჩევანს მსგავსი ტიპის საწოლზე შეაჩერებთ, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რა მასალისგან იქნება დამზადებული, უმჯობესია იყოს ხე, რადგან ხის საწოლი სუნთქავს.

რაც შეეხება საწოლს რწევის მექანიზმით, დიდი ალბათობით ის თქვენს შვილსაც მოეწონება, რადგან ძირითადად დარწევა ყველა ბავშვს მოსწონს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ საწოლს ჰქონდეს ჩამკეტი ფუნქცია, რადგან გარკვეული დროის შემდეგ ბავშვები რწევის გარეშე უკეთ იძინებენ. განაგრძეთ კითხვა