როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საფენს
შარდვა ხდება დროის კონკრეტულ შუალედში, ანუ აღინიშნება ერთგვარი რეჟიმი (ძილის, ჭამის, გასეირნების შემდეგ);
პატარას თავად შეუძლია ტრუსის ჩაწევა;
ბავშვი მშობელს ეუბნება, როდის უნდა მოშარდვა ან დეფეკაცია (ჟესტებით, ბგერებით და ა.შ.);
ბავშვი უკმაყოფილებას გამოხატავს დასვრილი და გადავსებული საფენის გამო;
საფენი რეგულარულად მშრალია 2-3 საათის განმავლობაში;
ბავშვი დაინტერესდა ქოთნით, მუდმივად ჯდება მასზე ან სვამს თავის სათამაშოებს;
ბავშვი მუდმივად იხდის საფენს ან უკმაყოფილებას გამოთქვამს მისი ჩაცმისას.