რა არის ციფრული ვალუტა და როგორ გამოიყენება ის? - rogor.ge

რა არის ციფრული ვალუტა და როგორ გამოიყენება ის?

მაშ ასე, რა არის ციფრული ვალუტა და როგორ გამოიყენება ის?

ბოლო პერიოდში, წამყვანი ცენტრალური ბანკები CBDC-ის დანერგვაზე აქტიურად მუშაობენ. CBDC – Central Bank Digital Currencies, ანუ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა არის ელექტრონული ფორმის და ნაღდი ფულის მსგავსად, გადახდის საშუალებად გამოიყენება. ამასთან, ის გაკონტროლდება ცენტრალური ბანკის მიერ და მისი გამოშვება უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე ნაღდი ფულის.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ ციფრული ლარით დაგროვება, გადარიცხვა თუ სხვა ოპერაციები კომერციული ბანკების გვერდის ავლით მოხდება, თუმცა ბანკები და ფინანსურ-ტექნოლოგიური კომპანიები ამ პროცესში პარტნიორები არიან და ციფრული ლარი მათ შესაძლებლობას აძლევს, ახალი პროდუქტები და სერვისები შექმნან.

  • ციფრული ვალუტით ანგარიშსწორება შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონულად.
  • ციფრული ვალუტის უპირატესობები:
  • ცენტრალურ ბანკებს შეუმცირდებათ ნაღდი ფულის გამოშვების, მისი ლოგისტიკის ხარჯები;
  • ელექტრონული ვალუტით ანგარიშსწორება შეამცირებს ფულის გათეთრების, კორუფციის რისკებს;
  • ანგარიშსწორება გადაინაცვლებს ელექტრონულ სივრცეში და შემცირდება ნაღდი ფულის გამოყენება, რაც „ჩრდილოვანი ეკონომიკის“ შემადგენელი ნაწილია და რაზეც სახელმწიფოს კონტროლის გაწევა უჭირს;
  • ანგარიშსწორების ოპერაციები შესრულდება უფრო გამჭვირვალედ;
  • უფრო სწრაფად და ეფექტიანად გადამოწმდება შესრულებული ოპერაციები.

ჩვენს ქვეყანაში მოთხოვნა უნაღდო გადახდებზე სულ უფრო იზრდება. ამასთან, იმატებს ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებელთა რიცხვიც, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ქართველი მომხმარებელი ციფრული ლარის აქტიური მომხმარებელიც შეიძლება გახდეს. განაგრძეთ კითხვა

წყარო: ss.ge