როგორ გავუმკლავდეთ გამომშრალი კანის პრობლემას - rogor.ge

როგორ გავუმკლავდეთ გამომშრალი კანის პრობლემას

დეჰიდრატირებული კანის ნიშნები

დერმატოლოგები აღნიშნავენ, რომ კანის გამოშრობა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა გზით, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები გახასიათებთ, დროა მიიღოთ ზომები:

  • კანი ხდება ნაკლებად ელასტიკური;
  • მუდმივად გრძნობთ დისკომფორტს;
  • სახეზე მიწისფერი გედებათ;
  • კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების შემდეგ ხშირად გრძნობთ შებოჭილობას;
  • სიწითლე მუდმივად ჩნდება სახის სხვადასხვა ნაწილზე;
  • კანი ქერცლიანია;
  • შეხებისას კანი უფრო უხეში ხდება;
  • ჩნდება წვრილი ნაოჭები და წვრილი ხაზები;
  • ფორები ფართოვდება ან პირიქით;
  • დღის ბოლოს მაკიაჟი ფაქტობრივად იშლება სახეზე;
  • კანი მუდმივად გექავებათ.

როგორ გადავარჩინოთ დეჰიდრატირებული კანი?

კანის დასატენიანებლად საჭიროა სხვადასხვა საშუალების გამოყენება:

  • დამატენიანებელი კრემის გამოყენებამდე გამოიყენეთ შრატები და კონცენტრატები - ეს სწრაფად აღადგენს ტენიანობის დონეს. წაისვით დღეში ორჯერ, დილით და საღამოს;

ორი კვირის განმავლობაში გამოიყენეთ დამატენიანებელი ნიღბები ყოველდღიურად, შემდეგ კვირაში ერთხელ ან ორჯერ;

გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები დღეში ორჯერ;

კოსმეტიკური საშუალებების არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ მათ, რომლებიც შეიცავს გლიცერინს, ჰიალურონის მჟავას, E ვიტამინსა და სხვადასხვა ზეთს.