როგორი კვირა ელის ზოდიაქოს ნიშნებს - 13-19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი - rogor.ge

როგორი კვირა ელის ზოდიაქოს ნიშნებს - 13-19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ნუ მიეცემით ნოსტალგიას. წვეულებაზე დაგპატიჟებენ, მაგრამ სჯობს არ წახვიდეთ. სულიერი პრაქტიკა დიდ წინსვლას მოგიტანთ. არ შეინახოთ თქვენი პრობლემები მხოლოდ თქვენთვის, არამედ გაუზიარეთ სხვებს. თუ შესაძლებელია, აირჩიეთ მოკლევადიანი ამოცანები.

კურო

სულიერ გზაზე ტრიუმფს მიაღწევთ. ახალი იდეების განსახორციელებლად კარგი იქნება სამოგზაუროდ წასვლა. შეეცადეთ არ "ჩაიძიროთ" რამდენიმე სფეროში ერთდროულად. ამ კვირაში დაგეგმილი ნაბიჯები შეუფერხებლად წარიმართება. თქვენ მოგიწევთ ვალდებულებების შესრულება.

ტყუპები

გამოიყენეთ ახლად მიღებული ცოდნა, საკმაოდ გამოგადგებათ. თქვენთვის რაიმე რჩევა უსარგებლოა. იპოვეთ ძალა, რომ აკეთოთ ის, რაც გიყვართ. სულიერ პრაქტიკაში შეგიძლიათ მიაღწიოთ კარგ შედეგებს. გამოიჩინეთ სიკეთე ცხოველების მიმართ და თქვენც იგივე დაგიბრუნდებათ.

კირჩხიბი

ბევრი საინტერესო იდეა გექნებათ სახლის გასაფორმებლად. ძველი საზრუნავი შეგახსენებთ თავს. უახლოეს დღეებში შესაძლებელია სპონტანური გადაადგილება. დაინახავთ თქვენი მსჯელობისა და შეხედულებების მცდარობას. კონკურენტებმა შეიძლება დაგამარცხონ.

ლომი

სწავლაში შესაძლებლობების დამტკიცებას ვერ შეძლებთ. სასიამოვნო ემოციებისთვის ღირს მოგზაურობაში წასვლა. ავადმყოფობის შემთხვევაში, არ ჩავარდეთ პანიკაში. იმისდა მიუხედავად, რომ ამის შესაძლებლობა გაქვთ, არ ჩაერიოთ სხვის საქმეებში.

ქალწული

უსახლკარო ცხოველების დახმარება გარანტიას მოგცემთ, რომ სამყარო იზრუნებს თქვენზე. უმჯობესია არ შეეხოთ იმ მოწყობილობებს, რომელთა შესახებაც არ ხართ კარგად გაცნობიერებული.

სასწორი

სულიერი პრაქტიკა განსაკუთრებით გამოგადგებათ. ნუ გაიხსენებთ წარსულს, ფოკუსირდით მნიშვნელოვან საქმეებზე. ახალ ცოდნას ამ კვირაში დიდი გაჭირვებით მიიღებთ. ღირს ფოკუსირება ფიზიკურ აქტივობაზე.

მორიელი

ამ დროისთვის უმჯობესია არ გადააგდოთ ნივთები სახლიდან, რადგან შეიძლება დაგჭირდეთ. არ მოუსმინოთ სხვების რჩევებს. ცხოვრების სტაბილიზაციისთვის სასარგებლოა სახლში ყველაფერი თავის ადგილზე გქონდეთ.

მშვილდოსანი

შაბათ-კვირას შეიძლება სტუმრები მოვიდნენ თქვენთან. სამედიცინო ჩარევა იქნება მარტივი და მომგებიანი. თქვენი მსჯელობა ჩიხში მოგაქცევთ. სავარაუდოდ, გამოცდებს კარგად ვერ ჩააბარებთ.

თხის რქა

კვირის განმავლობაში რუტინული საკითხების მოგვარება მოგიწევთ. პროდუქტიული მუშაობისთვის უნდა გამოიყენოთ ტექნიკური საშუალებები.

მერწყული

აღმოაჩენთ, რომ დაკარგეთ ინტერესი იმ ცოდნის სფეროს მიმართ, რომელმაც მოგხიბლათ. შეეცადეთ არ დაეყრდნოთ ლოგიკას, მეტად მოუსმინეთ თქვენს ინტუიციას.

თევზები

სამყარო მადლობას გადაგიხდით, თუ იზრუნებთ ჩვენს პატარა ძმებზე. თქვენი სახლის დასუფთავება განაახლებს თქვენს შეხედულებას ცხოვრებაზე. დაელოდეთ სტუმრებს კვირის დასაწყისში. არავითარ შემთხვევაში არ უგულებელყოთ სხვების რჩევები.