როგორ გავაუმჯობესოთ კონცენტრაცია - rogor.ge

როგორ გავაუმჯობესოთ კონცენტრაცია

როგორ ამოვიცნოთ კონცენტრაციის პრობლემები

შემდეგი ნიშნები შეიძლება მიუთითებდეს კონცენტრაციის პრობლემებზე:

  • ხშირად ივიწყებთ რაღაცებს;
  • გიჭირთ ერთ ამოცანაზე დიდი ხნის განმავლობაში კონცენტრირება;
  • პერიოდულად გაქვთ განცდა, რომ მეტს ვეღარ ფიქრობთ;
  • ძალიან გეფანტებათ ყურადღება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სხვისი საუბარი გესმით.

როგორ გავაუმჯობესოთ კონცენტრაცია

სამწუხაროდ, სწრაფი გზა არ არსებობს. მაგრამ არსებობს რამდენიმე ტექნიკა, რომელთა რეგულარული პრაქტიკა დაგეხმარებათ:

შეასრულეთ გონების სავარჯიშოები

თუ ეს არასდროს გაგიკეთებიათ, დაიწყეთ საფუძვლებით, როგორიცაა 5-4-3-2-1 ვარჯიში. რიცხვები ნიშნავს შემდეგს:

  • 5 - ყურადღება მიაქციეთ ხუთ ობიექტს, რომელსაც ხედავთ თქვენ გვერდით;
  • 4 - აირჩიეთ ოთხი რამ, რომელსაც შეგიძლიათ შეეხოთ;
  • 3 - ფოკუსირდით სამ ხმაზე, რომელიც გესმით;
  • 2 - იგრძენით ორი რაღაცის სუნი თქვენ გარშემო;
  • 1 - იპოვეთ ერთი რამ, რისი გასინჯვაც შეგიძლიათ.

შეეცადეთ უფრო ხშირად დაუთმოთ დრო სამუშაო ან სახლის სივრცის შესწავლას. ასეთი მცირე ვარჯიში გაცილებით ყურადღებიანს გახდით.

მოუსმინეთ აქტიურად

ეს იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ გაიგოთ, რას ამბობს თქვენი თანამოსაუბრე. მნიშვნელოვანია დროისა და გონებრივი ენერგიის დახარჯვა მიღებული ინფორმაციის „შიდა დამუშავებაზე“. ეს მიდგომა ასევე ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას.

დაისვენეთ

უცნაურად ჟღერს, მაგრამ ცნობიერი შესვენებები ნამდვილად აუმჯობესებს კონცენტრაციას. დაისვენეთ საქმიანობისგან, დატოვეთ ოფისი, გაისეირნეთ, ჩაისუნთქეთ სუფთა ჰერი, დალიეთ ყავა. როდესაც დაუბრუნდებით თქვენს სამუშაო ადგილს, გაგიადვილდებათ თქვენი ყურადღების გამახვილება საქმეზე და თქვენი პროდუქტიულობა შესამჩნევად გაიზრდება.