როგორ გამოვიცნოთ ვინმეს ზოდიაქოს ნიშანი, თუნდაც მალავდეს მას
თხის რქა
თხის რქები ფუტკრებივით მუშაობენ. მათთან შეხვედრის დაგეგმვა თითქმის შეუძლებელია, რადგან ჯერ ყველა ანგარიში არ დაუსრულებიათ. თხის რქები პირად ცხოვრებაში არსებულ ხარვეზებს პროფესიული მიღწევებით ავსებენ, რომლითაც ფარულად ამაყობენ კიდეც.
მერწყული
ბუნებით მერწყულები მეამბოხეები არიან. ისინი კრეატიულები არიან ნებისმიერი საკითხის გადაჭრაში. ყოველ სეზონზე ცვლიან გარდერობს, უყვართ ჰობი და მუდმივად ეძებენ საკუთარ თავს. ისინი ხშირად ტრაბახობენ შორსმჭვრეტელობითა და სასაცილო საქციელით.
თევზები
მეოცნებე თევზები სამყაროს გაფართოებული თვალებით უყურებენ, სჯერათ სასწაულების და ელიან ნამდვილ სიყვარულს. არიან გულუბრყვილოები, რის გამოც ხშირად უჭირთ. ისინი კარგად მოძრაობენ წყალში, მაგრამ მიწაზე შეიძლება დაიკარგონ. არაფრისგან შესაძლოა საკუთარ თავს დაუშავონ რამე.
ვერძი
ვერძი პროფესიონალია ნებისმიერი პროექტის ორგანიზებაში. მასთან კამათს აზრი არასდროს აქვს, მას ყოველთვის მყარი არგუმენტები აქვს.
კურო
კუროს მთავარი კოშმარი უდაბნო კუნძულზე ყოფნაა. მათ უყვართ კომფორტი. მაშასადამე, კურო გოგონას ჩანთა წააგავს სახლის მინი ვერსიას, სადაც ყველაფერია: თმის უთოდან დაწყებული, დასაკეცი დივნით დამთავრებული.
ტყუპები
თუ ვინმეს პირღია უსმენთ, რადგან საინტერესოა, ან 5 წუთის წინ თქვენც რაღაცის თქმა გინდოდათ, მაშინ ეს ნამდვილად ტყუპებია.
კირჩხიბი
კირჩხიბი კომპანიაში პირველია, ვინც შექმნა ოჯახი და ჰყავს შვილები, რადგან მათთვის სახლის კერაზე ტკბილი არაფერია. ისინი ყოველთვის გეკითხებიან, კარგად ხართ თუ არა. დილით კი დარწმუნდებიან, რომ ქუდის გარეშე არ წახვალთ.
ლომი
ამაყი ლომები არასოდეს გამოვლენ დაკუჭული მაისურითა და შლოპანცით. ვინ იცის, იქნებ დღეს, შაურმის კიოსკისკენ მიმავალ გზაზე, თავიანთი ცხოვრების სიყვარულს შეხვდნენ?
ქალწული
ქალწულის ცხოვრება მომავალი წლებისთვის არის დაგეგმილი. იციან, რომელ რესტორანში იზეიმებენ ქორწილს, რომელ ყვავილებს დარგავენ აგარაკზე და სად წავლენ სამოგზაუროდ ხუთ წელიწადში. სტრესულ სიტუაციებში ქალწულები კლდესავით ურყევად რჩებიან.
სასწორები
სასწორებს აქვთ სილამაზის იდეალური შეგრძნება და ხშირად აფასებენ ადამიანს გარეგნობით. ამიტომ ისინი გასაოცრად გამოიყურებიან, აქვთ წარმოუდგენლად კარგი კომუნიკაციის უნარი და შეუძლიათ საერთო ენის პოვნა კატასთანაც კი. ისინი ნებისმიერი ადამიანის მონათესავე სულები შეიძლება გახდნენ, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში ბავშვებივით უმწეოები არიან.
მორიელი
მორიელები მსოფლიო ჩემპიონები არიან ფლირტში. მათ შეუძლიათ წამებში შეაცდინონ თანამოსაუბრე და გაიკვალონ ბედი. ეს ყველაფერი ბუნებრივი მაგნეტიზმისა და თანდაყოლილი სიმამაცის დამსახურებაა.
მშვილდოსანი
აღვირახსნილი ოპტიმისტები, რომლებიც ყოველთვის და ყველაფერში პოულობენ პოზიტიურ მომენტებს. ფრენა გადაიდო? არაა პრობლემა! სმარტფონი გატყდა? მოდით ვიყიდოთ ახალი! მშვილდოსნის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ადვილად ურთიერთობენ და კეთილგანწყობილნი არიან, ნებისმიერ თავგადასავალს დათანხმდებიან. ისინი არც კი იკითხავენ: "ეს კანონიერია?".