როგორ გავაყუჩოთ დამწვრობისგან გამოწვეული ტკივილი
პირველადი დახმარებას, როგორც წესი აღმოუჩენენ ხოლმე არა სამედიცინო მუშაკები, ამიტომაც გვერდშიმყოფის მიერ სწორად შესრულებაზეა დამოკიდებული დაავადების შემდგომი განვითარება, დაზიანების სიღრმე და ზოგჯერ დაზარალებულის სიცოცხლეც. პირველადი დახმარების აღმოჩენისას თქვენ პირველ რიგში უნდა შეწყვიტოთ თერმული აგენტის ზემოქმედება კანის ზედაპირზე. რაც უფრო სწრაფად იზამთ ამას, მით უფრო ნაკლები იქნება დამწვრობის სიმძიმე.
შემდეგ უკვე აუცილებელია დამწვარი ადგილის გაციება. საქმე იმაშია, რომ თერმული აგენტის მოცილების შემდეგ ქსოვილების დაზიანება შეიძლება მაინც გაგრძელდეს, ეს დაკავშირებულია უკვე დამწვარი ქსოვილების მაღალ ტემპერატურასთან. ასე, რომ გაციება არის პირველადი დახმარების ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტი. დამწვარი ადგილის გაციება შეიძლება ცივი წყლით ან ყინულით. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ სიცივის მოქმედებად გაგრძელდეს არაუმეტეს 10-15 წუთისა.