როგორ ვმართოთ საოჯახო ხარჯები ეფექტიანად და დავზოგოთ მეტი? – 5 ხერხი - rogor.ge

როგორ ვმართოთ საოჯახო ხარჯები ეფექტიანად და დავზოგოთ მეტი? – 5 ხერხი

დაითვალეთ, ყოველთვიური გადასახადების გადახდის შემდეგ რა თანხა დაგრჩებათ

მაგალითად, თუ ყოველთვიურად კომუნალური ხარჯები, საბანკო სესხები, ბავშვის/ბავშვების წრეების გადასახადი, საწვავისა და პარკინგის საფასური და კვების ხარჯები 2500-3000 ლარამდე ადის, თქვენი ოჯახის შემოსავალი კი დაახლოებით 3500-4000 ლარამდეა, ეს იმას ნიშნავს, რომ გართობისთვის, ტანსაცმლის საყიდლებისთვის ან სხვა სურვილების ასასრულებლად დაახლოებით 1000 ლარი გრჩებათ, რომელშიც ასევე გაუთვალისწინებელი ხარჯებიც უნდა იყოს გათვალისწინებული.

იმისათვის, რომ ყველა გადასახადი დროულად დავფაროთ და თანხა გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვისაც დაგვრჩეს, მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, რამდენის დახარჯვა გვიწევს ყოველთვიურ საჭიროებებში და რამდენი „გვითავისუფლდება“.

სწორად მართეთ სეზონური ხარჯები

ზაფხულის ხარჯები ძირითადად დასვენებას უკავშირდება, შემოდგომის - სასწავლო სამზადისს, ხოლო ზამთრის - შობა-ახალ წელს. იმისათვის, რომ ოჯახს არცერთი მათგანი არ დააწვეს ტვირთად, დაზოგვის მექანიზმის დანერგვა აუცილებელია. ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადადება, იქნება ეს ანაბარზე თუ არააქტიურ საბანკო ანგარიშზე საშუალებას მოგვცემს, სადღესასწაულო თუ წინასასკოლო პერიოდში მშვიდად გავაკეთოთ სხვადასხვა შენაძენი და გადახარჯვა ან სესხების დამატება ავირიდოთ თავიდან. განაგრძეთ კითხვა

წყარო: ss.ge