რა მეთოდებს იყენებენ ინტერნეტთაღლითები საქართველოში და როგორ დავიცვათ მათგან თავი? - rogor.ge

რა მეთოდებს იყენებენ ინტერნეტთაღლითები საქართველოში და როგორ დავიცვათ მათგან თავი?

კიბერთაღლითთა ახალი და „კლასიკური“ სქემები:

საცალო ნივთები ყიდვა-გაყიდვის ვებგვერდების გამოყენება

კიბერთაღლითები გამყიდველებს უკავშირდებიან როგორც მყიდველები და ნივთის შეძენის სურვილს გამოთქვამენ (კომუნიკაცია ხდება ძირითადად, Whatsapp-ის ან Viber-ის მეშვეობით, იშვიათად, სატელეფონო ზარით). შემდეგ საფასურის ჩასარიცხად უგზავნიან ბმულს, რომლის ველებშიც კლიენტმა პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოს. აღნიშნული მონაცემები შეიძლება მოიცავდეს: საბანკო ბარათის 16-ნიშნა კოდს, CVV კოდს, რომელიც ბარათის უკანა მხარესაა მითითებული, ბარათის მოქმედების ვადას, ბარათის ორივე მხარის ფოტოსურათს და ტელეფონზე მიღებულ ერთჯერად კოდს. იმისათვის, რომ მყიდველმა ნივთის საფასური ჩაგირიცხოთ, ამისთვის საკმარისია მხოლოდ ანგარიშის ნომერი, სხვა საბანკო მონაცემის მესამე პირისთვის გაზიარება საჭირო არ არის.

საბანკო მონაცემების მოთხოვნის ნაცვლად შეიძლება ყალბმა მყიდველებმა გამყიდველს ნივთის გასაგზავნად შეიძლება მიაწოდოს ფიშინგ ბმული ან კონკრეტული ვებგვერდისთვის მიმსგავსებული მისამართი, სადაც საბანკო მონაცემებისთვის განკუთვნილი ველებია შექმნილი. მნიშვნელოვანია, რომ არცერთ ასეთ ბმულზე პირადი მონაცემები არ უნდა შევიყვანოთ.

უძრავი ქონების ვებგვერდების გამოყენება

საქართველოში უძრავი ქონების შეძენა-დაქირავებით ბევრი უცხოელია დაინტერესებული, რაც კიბერთაღლითებმა ახალი სქემის შესაქმნელად გამოიყენეს.

აღნიშნულ ვებგვერდებზე მოძიებული ინფორმაციის მეშვეობით ყალბი დამქირავებელი უკავშირდება ქონების მესაკუთრეს და თანხის ჩასარიცხად უგზავნის ბმულს, რომელიც მიმსგავსებულია იმავე ან რომელიმე საერთაშორისო ვებგვერდს (მაგალითად, „ვესტერნ იუნიონი“, „მანიგრამი“ და სხვა). როგორც წინა შემთხვევებში, აქაც ბმულზე მითითებულ ველებში ქონების მესაკუთრემ თავისი პირადი მონაცემები უნდა შეიყვანოს, რაც მისი დაზარალებით სრულდება. განაგრძეთ კითხვა

წყარო: ss.ge