როგორ უნდა შევარჩიოთ ლომბარდი და რა უნდა გავითვალისწინოთ მასთან ხელშეკრულების გაფორმებისას? - rogor.ge

როგორ უნდა შევარჩიოთ ლომბარდი და რა უნდა გავითვალისწინოთ მასთან ხელშეკრულების გაფორმებისას?

ოქროს ნივთის დაზიანებისგან წინასწარ დავიზღვიოთ თავი

სანამ ლომბარდში ნივთს დატოვებთ, დეტალურად წაიკითხეთ ხელშეკრულება და გაარკვიეთ, რამდენად იღებს კომპანია პასუხისმგებლობას, თქვენი საკუთრების დაზიანების შემთხვევაში ზარალი აგინაზღაუროთ.

თუ მას კლიენტის მიმართ ამგვარი ვალდებულება არ აქვს, მაშინ სჯობს, უფრო მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ლომბარდი მოძებნოთ, სადაც შემოწმებისას თქვენს ნივთს გამოუსადეგარს არ გახდიან.

თუ ლომბარდიდან უკვე დატოვებული ნივთი გამოგაქვთ და დაზიანება შენიშნეთ, სჯობს გატანის დამადასტურებელ დოკუმენტზე ხელმოწერამდე გამოიძახოთ პოლიცია, რომელიც ადგილზე გაეცნობა სიტუაციას და ასე უფრო მეტი შანსი გექნებათ დაამტკიცოთ, ვინ არის სამკაულის დაზიანებაზე პასუხისმგებელი.

განვსაზღვროთ „ჯარიმიანი ვალდებულების“ აღება გვირჩევნია, თუ უჯარიმო

ლომბარდების ნაწილი მომხმარებლის მისაზიდად უჯარიმო სესხებს გასცემს, რომლის მიხედვითაც თანხის დასაფარად თვეში ერთხელ კონკრეტულ თარიღი არ გაქვთ დაწესებული. შეგიძლიათ, ვალდებულება მაგალითად, 3 თვის განმავლობაში თქვენთვის ხელსაყრელ დროს დაფაროთ და ვადაგადაცილებისთვის ჯარიმის გადახდაც მოგიწევთ.

ჯარიმიანი სესხის შემთხვევაში, დადგენილია კონკრეტული თარიღი და ვადის გადაცილების შემთხვევაში, ყოველდღიური საურავი დაგერიცხებათ.

რიგ შემთხვევებში, უჯარიმო სალომბარდე სესხები შედარებით ძვირია, თუმცა თავის დაზღვევის მიზნით, ბევრი მომხმარებელი არჩევანს სწორედ მასზე აკეთებს. თქვენს შემთხვევაში, უნდა განსაზღვროთ, რამდენად სტაბილური შემოსავალი გაქვთ და ამის მიხედვით მიიღოთ გადაწყვეტილება. განაგრძეთ კითხვა

წყარო: ss.ge