როგორ გავზარდოთ სხეულის მასა
სხეულის მასის სწრაფი გაზრდა შესაძლებელია გაძლიერებული კვებითა და ტრენაჟორების დარბაზში ვარჯიშით. გაზარდეთ მიღებული საკვების რაოდენობა. იკვებეთ დღეში 4-5 ჯერ. პროფესიონალური ბოდიბილდერები საკუთარი ფორმების შესანარჩუნებლად დღეში 7-8 იღებენ საკვებს. თითოეული ჭამის დროს საკვები უნდა შეიცავდეს 50-60% ნახშირწყლებს, 30-50% ცილებს და მხოლოდ 10-20% ცხიმებს.
მიიღეთ მეტი ცილები, რადგან ისინი მთავარ როლს ასრულებენ კუნთის ზდაში. ამისათვის მიიღეთ შემდეგი პროდუქტები: ღორის ხორცი, ქათმის ხორცი, სოკო, კვერცხის ფხვნილი (მასში დაახლოები 3 ჯერ მეტი ცილაა, ვიდრე მოხარშულ კვერცხში), თხილი. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეთ 2 პროდუქტზე: მაგარ ყველსა და კვერცხზე. მათ შემადგენლობაში მყოფი ცილებს ორგანიზმი ადვილად ამუშავებს და ითვისებს, რაც ნიშნავს, რომ მათი მიღება საუკეთესოა სხეულის მასის გასაზრდელად. შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურ რაციონში არანკლებ 6 კვერცხი და 200 გრამი ყველი. რათქმაუნდა, ეს პროდუქტები უნდა იყოს თქვენი დღიური საკვების დამატებითი ნაწილი.