როგორ მოვიქცეთ თუ ქორწინება საფრთხის ქვეშაა - rogor.ge

როგორ მოვიქცეთ თუ ქორწინება საფრთხის ქვეშაა

ისწავლეთ სხვების მოსმენა

წლების განმავლობაში თქვენ, ალბათ, დაგიგროვდათ ორმხრივი პრეტენზიები. დაჯექით მეუღლესთან ერთად და გულწრფელად ისაუბრეთ იმაზე, რაც არ მოგწონთ ერთმანეთში. ეს ყველაფერი გააკეთეთ მიზანმიმართულად და გონივრულად, არა ცხელ გულზე. ბევრი ადამიანი ძალიან მგრძნობიარეა კრიტიკის მიმართ, ასე რომ, როდესაც თქვენი სულიერი მეგობრისგან გესმით, რომ არ ხართ სრულყოფილი, ნუ გაბრაზdდებით. სანამ მეუღლე საუბრობს, ნუ შეაწყვეტინებთ მას, თუნდაც ძალიან გსურდეთ გაპროტესტება ან რაიმის დამატება. როცა მორჩება ყველაფერზე საუბარს, შემდეგ ჰკითხეთ რაც გაინტერესებთ. ამან შესაძლოა ბევრი პრობლემა აღმოფხვრას.

იყავით მეორე ადამიანის მადლიერი

ზოგჯერ ერთი ადამიანი ყველაფერს აკეთებს მეორე ადამიანის მოსაწონად. ის, თავის მხრივ, ცივად პასუხობს "მადლობა" ან იწყებს კრიტიკას. ასეთი ქცევა აშორებს პარტნიორებს. მადლიერების გამოხატვა ბედნიერი ქორწინების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. ნუ აღიქვამთ სიტუაციას იმ პოზიციიდან, რომ რაღაც იდეალურად არ არის გაკეთებული. შეხედეთ სხვაგვარად, მაგალითად, საყვარელმა ადამიანმა გადაწყვიტა თავისუფალ დროს შენთვის მოსაწონი რამ გაეკეთებინა და მას ძალიან გაახარებთ, თუ ამას შენიშნავთ. მაგრამ ეს პუნქტი მხოლოდ სიურპრიზებს არ ეხება. მეუღლე არის ის ადამიანი, რომელიც შენთანაა მწუხარებასა და სიხარულშიც. ის მხარს გიჭერს და ყოველთვის სჯერა შენი. ორივემ გამოხატეთ მადლიერება ერთმანეთის მიმართ.

მზად იყავით კომპრომისებისთვის

ოჯახურ ცხოვრებაში კომპრომისების მიღწევის უნარი არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ აუცილებელიცაა. თითქმის ყოველდღე, პარტნიორები დგანან არჩევანის წინაშე, როგორ მოიქცნენ სხვადასხვა სიტუაციებში: მოაწყონ სკანდალი ან განიხილონ პრობლემა. ეს არის კომპრომისის პოვნის უუნარობა, რაც ხშირად იწვევს პარტნიორების გაუცხოებას. მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია ხაზის დაცვა. თუ ყველაფერს დანებდებით, უარს იტყვით თქვენს ინტერესებზე, სურვილებსა და გრძნობებზეც კი, ეს გამოიწვევს იმას, რომ თქვენ შეწყვეტთ ბედნიერების შეგრძნებას. არასოდეს უნდა დაგჭირდეთ თქვენი პრინციპების კომპრომისზე წასვლა პარტნიორის მოსაწონად. მან პატივი უნდა სცეს თქვენს შეხედულებებს. მაგრამ, თუ თქვენი მეუღლე დიდიხანია სხვა რამეზე ოცნებობს და სწორედ ამ დღეს მოგინდათ სხვა აქტივობით დაკავება, რატომ არ უნდა დანებდეთ?

არასდროს დაკარგოთ პატივისცემა

ქორწინების კრიზისი ხშირად იწვევს ხანგრძლივ საუბრებს ხარვეზებზე. ამ დროს არ არის საჭირო ერთმანეთის პიროვნული დამცირება და შეურაცხყოფა. საუბარი არ უნდა წარიმართოს ამაღლებული ტონით. საკმარისია მხოლოდ იმის თქმა, რომ ბედნიერი იქნებით, თუ რაღაც სხვანაირად წარიმართება. არასოდეს მისცეთ უფლება თქვენს მეუღლეს მეგობრების წინაშე ცუდად გესაუბროთ. ეს ჩვეულებრივად ადამიანის დამცირებაა.