როგორ განიცდიან მამაკაცები და ქალები დაშორებას: მსგავსებები და განსხვავებები - rogor.ge

როგორ განიცდიან მამაკაცები და ქალები დაშორებას: მსგავსებები და განსხვავებები

რატომ იტანჯებიან ქალები უფრო მეტად დაშორების გამო?

ბინგჰემტონის უნივერსიტეტისა და ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის ერთობლივმა კვლევამ, რომელშიც 96 ქვეყნიდან 6000 მონაწილე გამოიკითხა, დაადგინა, რომ ქალები უფრო მეტად განიცდიან დაშორებას, ვიდრე მამაკაცები.

მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სტატისტიკა პირდაპირ კავშირშია ევოლუციურ ბიოლოგიასთან.

ქალები უფრო მეტ გონებრივ და ემოციურ ენერგიას დებენ ურთიერთობებში. მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ქალის ტვინი უფრო აქტიურია, ვიდრე მამაკაცის, განსაკუთრებით, პრეფრონტალურ ქერქში, რომელიც დაკავშირებულია იმპულსების, განწყობისა და შფოთვის კონტროლთან.

მდიდარი ფანტაზიის გამო ტვინის შრომისმოყვარეობისა და პარტნიორის არჩევისას მიმართული ძალისხმევის გამო ქალი უფრო მეტად გრძნობს დაკარგვის ტკივილს, ვიდრე მამაკაცი. ურთიერთობასთან ერთად იშლება დაგეგმილი, ნათელი მომავალი.

ბინგჰემტონის უნივერსიტეტის კვლევამ დაადასტურა, რომ ქალები არა მხოლოდ უფრო განიცდიან ურთიერთობის დასრულებას, არამედ უფრო სწრაფად დავიწყებაც შეუძლიათ.

თავდაპირველი რეაქციები დაშორების გადაწყვეტილებაზე, რა თქმა უნდა, განსხვავებულია. ვიღაცას სურს სიყვარულის დაბრუნება, ვიღაც ცდილობს შეინარჩუნოს ის, ვიღაც კი წყვეტს ურთიერთობას მაშინვე და სამუდამოდ. განაგრძეთ კითხვა