როგორ შევამციროთ გაზის გადასახადი? - პრაქტიკული და მარტივი რჩევები - rogor.ge

როგორ შევამციროთ გაზის გადასახადი? - პრაქტიკული და მარტივი რჩევები

ამოქოლეთ ჭუჭრუტანები

შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენს სახლს ჭუჭრუტანები არ აქვს, მაგრამ კარგად შეამოწმეთ, რამდენად მჭიდროდ იკეტება ფანჯრები, ფანჯრების და კარების ჩარჩოების გარშემო მინიმალური სივრცე მაინც ხომ არ არის დატოვებული ცარიელი. ნებისმიერი მცირე ჭუჭრუტანაც კი დაფარეთ სილიკონით ან სპეციალური ქაფით. ეს მარტივი და ბიუჯეტური განახლება გაზის გადასახადს დაახლოებით 10%-ით შეგიმცირებთ.

წყლის მილებს გაუკეთეთ თერმოიზოლაცია

წყალი გამათბობლიდან თქვენს ონკანამდე გადის გზას, რომელიც ხშირად საკმაოდ გრძელია. მილების გავლის დროს წყალი კარგავს ტემპერატურას და ონკანში იმაზე ცივი მოდის, ვიდრე გამათბობელზე გაქვთ დაყენებული. ამიტომ გიწევთ, რომ გამათბობელზე წყლის ტემპერატურა აწიოთ, ეს კი გაზის მოხმარებას ზრდის. მილების თბოიზოლაციის შემთხვევაში წყალი გზაში აღარ გაცივდება და აღარც გაზის გაზრდილი მოხმარება მოგიწევთ.

გათიშეთ გათბობა იმ ოთახებში, რომლებსაც ხშირად არ იყენებთ

შეიძლება ფიქრობთ, რომ სახლში ყველა ოთახს იყენებთ, მაგრამ კარგად დაფიქრდით, იქნებ რეალურად ყველა ოთახი არ გჭირდებათ. თუ რომელიმე მათგანში იშვიათად გიწევთ შესვლა, იქ გათბობის რადიატორი შეგიძლიათ გათიშოთ. აღნიშნულით საკმაოდ კარგ დანაზოგს გააკეთებთ. დისკომფორტი კი, რომელიც ნაკლებად გამოყენებულ ოთახებში გათბობის გათიშვით იქნება გამოწვეული, არც ისე დიდია. გააგრძელეთ კითხვა