როგორ გავაქროთ მტვერი ავეჯიდან და სარკეებიდან
ხალიჩები
სწორედ ხალიჩაა მტვრის ყველაზე "აქტიური შემგროვებელი". მტვერი მასში წლების განმავლობაში გროვდება და ხალიჩასთან შეხების დროს მაშინვე ბრუნდება ჰაერში, რომელსაც ვსუნთქავთ. იდეალურ შემთხვევაში, ხალიჩები კვირაში ერთხელ უნდა გაწმინდოთ მტვერსასრუტით.
ფარდები
ფარდების მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია. ფარდები უნდა გაირეცხოს რამდენიმე კვირაში ერთხელ და ორთქლზე მოატაროთ. ახლა ბევრი ადამიანი ცვლის ძველ ფარდებს და თანამედროვე ფარდა-ჟალუზების მოვლა ბევრად უფრო ადვილია.
ბალიშები
ბუმბულის ბალიშები შეიძლება შეიცვალოს ნაკლებად მტვრიანი ვარიანტით. თუმცა, ყველა მათგანს ვენტილაცია სჭირდება. მტვერი ასევე გროვდება რბილ სათამაშოებში. ამიტომ სასურველია მათი შენახვა ცალკე ყუთში. რაც უფრო ნაკლები ნივთია მიმოფანტული სახლში, მით ნაკლები მტვერი დაგროვდება.
ზედაპირების გაწმენდა
ბევრად უფრო ადვილი იქნება მტვრის მოშორება თუ ზედაპირებზე არ დადებთ საკმაულებს და სხვა ნივთებს. აიღეთ ინვენტარი და მოათავსეთ ყველა წვრილმანი ტუმბოსა და კარადებში.
გააპრიალეთ
შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ ზედაპირების სისუფთავის შენარჩუნებაში დიდი ხნის განმავლობაში. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ გლიცერინი. ჯერ ჩვეული წესით გაწმინდეთ მტვრისგან, შემდეგ კი ცოტაოდენი გლიცერინი წაუსვით ქსოვილზე და მოუსვით ზედაპირებზე. ამგვარად მათზე მტვერი გაცილებით ნაკლები რაოდენობით იქნება და იშვიათად დაგროვდება.