როგორ გამოვიყენოთ საკვები პოლიეთილენის პარკი - 6 მეთოდი - rogor.ge

როგორ გამოვიყენოთ საკვები პოლიეთილენის პარკი - 6 მეთოდი

გამოიყენეთ ფანჯრებისთვის

თუ ფანჯრებიდან ქარი უბერავს, ამ ადგილებში დააწებეთ პოლიეთილენის პარკი, რათა ბზარებიდან ქარი აღარ შემოვიდეს.

შეინახეთ ბანანი

ბანანის ყუნწი შეფუთეთ პოლიეთილენის პარკით, რათა არ გაშავდეს და არ გამოშრეს.

2-1675256272.png

"დაიცავით" მაცივრის თაროები

გსურთ მაცივრის გაწმენდა ნაკლებად ხშირად? გამოიყენეთ პოლიეთილენის პარკი, გადააკარით ის თაროზე და შემდეგ მუდმივად ცვალეთ. ამით თავიდან აირიდებთ თაროების მუდმივ რეცხვას.

გამოიყენეთ სასმელი ჭიქისთვის

თუ გეშინიათ, რომ ბავშვმა წვენი ან სხვა სასმელი არ დაისხას, ჭიქას თავზე გადააფარეთ პოლიეთილენი და გაუკეთეთ ნახვრეტი საწრუპისთვის.

chiqa-1675256285.png

გამოიყენეთ რემონტის დროს

შეგიძლიათ საღებავის სათლსა და შესაღებ ფუნჯზე გადააკარათ პოლიეთილენი და თავიდან აიცილოთ საღებავით დალაქავება.

remonti-1675256297.png

გამოიყენეთ მაკიაჟის საშუალებებისთვის

არ გადააგდოთ თვალის ჩრდილი მხოლოდ იმიტომ, რომ ის დამსხვრეულია. დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ალკოჰოლი და შემდეგ მჭიდროდ შემოაკარით პოლიეთილენი. ნაზად დააჭირეთ თითებით ან სუფთა კოვზით და ახალივით იქნება.

chrdili-1675256310.png