როგორ ამოვიყვანოთ ტანსაცმლიდან პომადის ლაქა - rogor.ge

როგორ ამოვიყვანოთ ტანსაცმლიდან პომადის ლაქა

ტანსაცმლის ლაქა მოათავსეთ შთანთქმელ პირსახოცზე. მას შემდეგ, რაც შეამჩნევთ პომადის ლაქას, დადეთ პირსახოცზე ან ნაჭერზე - რაღაც ერთჯერადზე, რომლის გადაგდებაც არ დაგენანებათ. დარწმუნდით, რომ მასალა, რომელზეც მას დადებთ, არის შთანთქმელი, მოერიდეთ იატაკზე ან პირდაპირ მაგიდის ზედაპირზე დადებას, რათა ლაქები მასზე არ გადავიდეს. დარწმუნდით, რომ ქსოვილი სუფთაა გამოყენებამდე.

1-1675246685.png

წაუსვით საწმენდი ხსნარი უკანა მხრიდან. აიღეთ თხევადი გამწმენდი ხსნარი და წაუსვით ქსოვილის უკანა მხარეს, სადაც არის ლაქა. ლაქის წინა მხრიდან გაწმენდამ შეიძლება მეტად გაავრცელოს ის თქვენს ქსოვილზე. შეგიძლიათ განიხილოთ შემდეგი გამწმენდები: ჭურჭლის საპონი და წყალი, აცეტონი და სხვა მინერალური გამხსნელები. ასევე, სახლში დამზადებული ხსნარები, როგორიცაა ლიმონის წვენი, ძმარი და ა.შ. ან საცხობი სოდისა და წყლის შერევით მიღებული პასტა.

2-1675246700.png

სხვა პირსახოცით დააჭირეთ ლაქის უკანა მხარეს. შემდეგ აიღეთ მეორე პირსახოცი (არ არის აუცილებელი, რომ ეს შთამნთქმელი იყოს) და ნაზად დააჭირეთ ლაქის უკანა მხარეს. საწმენდი ხსნარი, რომელმაც გარკვეულწილად მოაშორა პომადა, ქვედა პირსახოცში შეიწოვება. როცა ამას აკეთებთ, იზრუნეთ, რომ არ გადაადგილდეს თქვენი ტანსაცმელი ან ქვედა პირსახოცი, რადგან ამან შეიძლება გაავრცელოს ლაქა.

3-1675246712.png

გაიმეორეთ საჭიროებისამებრ, შეცვალეთ პირსახოცები, რადგან ისინი სველდება. გააგრძელეთ ლაქის გაჟღენთვა საწმენდი ხსნარით და ზეწოლა ქსოვილის უკანა მხრიდან, სანამ არ შეამჩნევთ, რომ პომადის ლაქა შესამჩნევად გაღიავდა. ქვედა პირსახოცი შეცვალეთ ახალი პირსახოცით, როგორც კი ის სითხით გაჯერდება. თუ ასე არ მოხდა, საწმენდი სითხე შეიძლება გაიჟღენთოს ზედაპირზე ან გაუფერულდეს თქვენი ტანსაცმლის სხვა ნაწილები.

4-1675246722.png

დაასრულეთ გარეცხვით. რამდენიმე ცდის შემდეგ, თქვენ უნდა შეამჩნიოთ, რომ ლაქა მოშორდა ტანსაცმელს. ტანსაცმელი გარეცხეთ სარეცხი საშუალებით, რათა მოაშოროთ ლაქის ნარჩენები.

5-1675246733.png

წყარო: wikihow.com