როგორი კვირა გელით - წაიკითხეთ ტაროს პროგნოზი - rogor.ge

როგორი კვირა გელით - წაიკითხეთ ტაროს პროგნოზი

ვერძი

ამ კვირაში, სამწუხაროდ გარემოებები თქვენზე ძლიერია - სხვისი აზრი, სხვისი გეგმები და ზრახვები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი. შესაბამისად, თავს იგრძნობთ შებოჭილად. არავის სურს რამე დაგიშავოთ, უბრალოდ ასეთი პერიოდი გაქვთ.

კურო

გელით რაიმე სახის კონფლიქტი, სიტუაცია არ შეიძლება გადაწყდეს ბრძოლის გარეშე, მაგრამ გაირკვევა, ვინ არის უფრო ძლიერი ან ვინ არის მართალი. თქვენი გული და გონება ერთმანეთს შეეწინააღმდეგება - ფიზიკურად ერთი რამ მოგინდებათ, მაგრამ გონებით მიხვდებით, რომ სხვა რამ გჭირდებათ და დიდი ალბათობით გონება გაიმარჯვებს.

ტყუპები

სავსებით შესაძლებელია იფიქროთ მოგზაურობაზე, ჰორიზონტის გაფართოებაზე, დიდ დროს დაუთმობთ ინტერნეტში ახალი ადგილებისა და ცოდნის შეძენას. ყველაფერი, რაც აქამდე გააკეთეთ, წარმატებით დასრულდება, პროცესები ლოგიკურ დასასრულს მიაღწევს და ახალ ეტაპზე გადახვალთ.

კირჩხიბი

შეიძლება გქონდეთ ახალი საინტერესო შეხვედრები, შესაძლებლობები, რაც მეტად ხელსაყრელი იქნება თქვენთვის, თავისუფლად წადით შეხვედრაზე და დაამყარეთ კონტაქტები - ეს შეიძლება იყოს ყოველივე კარგის საწყისი.

ლომი

ახლა თქვენ უნდა მოუსმინოთ საკუთარ თავს - რისთვის იბრძვით, შინაგანი დუმილი ახლა აუცილებელია, რომ გაიგოთ თქვენი შინაგანი ხმა. ეცადეთ არავისთან გქონდეთ კომფლიქტი, დაამყარეთ ზავი - მათ შორის საკუთარ თავთანაც.

ქალწული

ამ დღეებში თქვენ ხართ მთავარი რესურსი. მნიშვნელოვანია მათი სწორად განაწილება, რათა ყველა იყოს კმაყოფილი.

სასწორი

დასახლებული ნაპირების დატოვების დროა, აქ სასწავლი მეტი არაფერია და რესურსი ამოწურულია. ამიტომ თან წაიღეთ მხოლოდ აუცილებელი ნივთები და გაიარეთ გზა - ან უბრალოდ მოგზაურობაში წადით, ან დაიწყეთ რაიმე სრულიად ახალი.

მორიელი

იმოძრავეთ, არანაირად არ გაჩერდეთ ადგილზე. თუ მართავთ მანქანას - გამოიყენეთ ის უფრო ხშირად, თუ ჯერ არა - დარეგისტრირდით მართვის კურსებზე. თუ მოგზაურობა შესაძლებელია, მივლინებაში მაინც, საინტერესო იქნება. თუ რაღაცას აკეთებთ, არ შეანელოთ, იარეთ წინ კარგი სისწრაფით.

მშვილდოსანი

ამ დღეებში გექნებათ სიხარული, მიიღებთ სიამოვნებას. იქნებ შეგიყვარდეთ, იქნებ ნახოთ რაიმე ლამაზი, მოისმინოთ მუსიკა, რომელიც გაგაღვიძებთ, ან კარგ ამბავს გაიგებთ.

თხის რქა

დროა დაისვენოთ, უბრალოდ უყურეთ სერიალს ან წაიკითხეთ წიგნი, ნებისმიერ შემთხვევაში შეამცირეთ აქტივობა რამდენიმე დღით. ნება მიეცით სამყაროს დაისვენოს თქვენგან.

მერწყული

ახლა რთული დროა, მაგრამ არ ინერვიულოთ - ზრდასრული პროფესიონალი ყოველთვის იპოვის თავის ადგილს ნებისმიერ სიტუაციაში. უბრალოდ გააკეთეთ ის, რასაც აკეთებთ და გააუმჯობესეთ, შემდეგ კი თავად დააწესებთ თქვენი შრომის ფასს.

თევზები

ეს კვირა სავსე იქნება ყველანაირი ბიუროკრატიული აურზაურით - გადასახადები, ხანძარი, საბუთები, ნებართვები, ბეჭდები, ბლანკები... უსიამოვნოა, მაგრამ ხანდახან აუცილებელია, რომ ყველაფერი გარკვევით ჩაიწეროს თავის დროზე, რომ მოგვიანებით არ შეგეშინდეთ. ამიტომ იყავით ძალიან ფრთხილად, წაიკითხეთ რას მოაწერთ ხელს და არ გადააგდოთ ფურცლები.