როგორ გავიგოთ, რატომ ვერ იღებენ ქორწინებისგან ბედნიერებას 40+ ასაკის ქალები - rogor.ge

როგორ გავიგოთ, რატომ ვერ იღებენ ქორწინებისგან ბედნიერებას 40+ ასაკის ქალები

უბრალოდ არ არსებობს მიზნები

რატომ ქორწინდებიან ადამიანები? თუ სიყვარულსა და გრძნობებს უგულებელვყოფთ, მაშინ არსებობს ორი გლობალური მიზანი:

  • კომფორტული თანაცხოვრებისთვის, დაეხმარო პარტნიორს ბევრ ასპექტში - ფინანსურად, ფსიქოლოგიურად და სხვა
  • გააჩინო შვილები

20-25 წლის ახალგაზრდებისთვის ეს ორი მიზანი ამართლებს, "მშობლის ბუდიდან მოწყვეტილები" პარტნიორთან ერთად ფეხზე დგებიან და როცა გრძნობენ, რომ ერთობლივმა ცხოვრებამ გაამართლა, შვილს აჩენენ. რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით უფრო მეტად კარგავს ეს ორი მიზანი აქტუალობას. ადამიანმა, რომელმაც იპოვა საკუთარი თავი პროფესიაში და გახდა კარგი სპეციალისტი, თავისუფლად შეუძლია მარტო ცხოვრება. 40 წელს გადაცილებული ქალისთვის გაცილებით რთულია მშობიარობა და ზოგ შემთხვევაში უბრალოდ შეუძლებელიცაა. ამრიგად, გამოდის, რომ ქალს სურს ქორწინება, მაგრამ ამას არანაირი განსაკუთრებული მიზანი არ აქვს.

ამ ასაკში ბევრია სუსტი მამაკაცი

თუ მიმართავთ პოპულარული გაცნობის საიტებს, ნებისმიერი ასაკის ქალი, მათ შორის 40 წელს ზემოთ მყოფი, უბრალოდ იქცევს მამაკაცის ყურადღებას. თუმცა უმეტესწილად ისინი ძალიან სუსტი კაცები არიან, ვიღაცამ წარუმატებელი ქორწინება გაიარა, მაგრამ ვერაფერი გაიგო. ზოგიც პირიქით, ქორწინების შემდეგ ძლიერი და თავდაჯერებული კაცისგან გადაიქცა ისეთ ადამიანად, რომელსაც მხოლოდ ვალდებულება აქვს, ზოგი უბრალოდ რბილი და სუსტია ბუნებით. ქალი იშვიათად თუ იპოვის ძლიერ და თავდაჯერებულ მამაკაცს, დიდი შანსია ტიპიურ სუსტ კაცებს წააწყდნენ. ამგვარი ქორწინება კი მარცხისთვის იქნება განწირული.

დაკარგული შესაძლებლობების სინანული

ბევრი ქალისთვის საკმაოდ სტანდარტული სიტუაციაა - ახალგაზრდობაში უარი თქვან კარგ მამაკაცებზე, ყურადღება მიაქციონ "ცუდ ბიჭებს" და 40 წლის შემდეგ წუხდნენ დაკარგულ შესაძლებლობებზე. ქალს მონატრება ღრღნის, რადგან ესმის, მანამდე სხვანაირად რომ მოქცეულიყო, სხვა კაცისთვის რომ მიექცია ყურადღება, მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ეს ეხება, როგორც მარტოხელა ქალებს, ასევე მათ, ვინც მრავალი წელია დაქორწინებულია. ისინი უყურებენ თავიანთ ქმარს და ხვდებიან, რომ ის ნაძირალაა, ვერც კი დაეწევა მათ, ვინც მის ასაკში ბევრად მეტს მიაღწიეს. ამ დროს ქალი უბედურია და რეგულარულად ეჩხუბება თავის მამაკაცს.