როგორ ვიმეცადინოთ მთელი ღამე - რჩევები, თუ სწავლისთვის ღამის გათენება გიწევთ - rogor.ge

როგორ ვიმეცადინოთ მთელი ღამე - რჩევები, თუ სწავლისთვის ღამის გათენება გიწევთ

გაარკვიეთ, რისი სწავლა გჭირდებათ. თუ მთელი ღამის გათენება მოგიწევთ, დაგჭირდებათ კონკრეტული ინფორმაციის შესწავლა. ზუსტად იმის გარკვევა, თუ რა მასალის შესწავლა გჭირდებათ, დაგეხმარებათ გეგმის ჩამოყალიბებაში, რომ ეფექტურად გამოიყენოთ დრო. შეამოწმეთ თქვენი სილაბუსი და ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქციები ან ინფორმაცია იმ მასალის შესახებ, რომელიც უნდა იცოდეთ. წაიკითხეთ თქვენი კლასის ჩანაწერები, რათა ნახოთ, გააკეთა თუ არა მასწავლებელმა ან პროფესორმა რაიმე განსაკუთრებული განცხადება, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ თქვენი გეგმის შედგენისას. განსაზღვრეთ პრიორიტეტები და განათავსეთ იგი სიის თავში.

1-1675065804.jpg

შეაგროვეთ საჭირო მასალები. ნახეთ ლექციების ჩანაწერები და გაეცანით კურსის მასალებს. ეს დაგეხმარებათ უფრო ეფექტურად ისწავლოთ მთელი ღამის განმავლობაში. თან იქონიეთ კალამი და რვეული დამატებითი ჩანაწერების გასაკეთებლად. კარგი იქნება, თან გქონდეთ თქვენი ლეპტოპი ან ტაბლეტი, ასევე, საკვები.

2-1675065814.jpg

განსაზღვრეთ განრიგი, რომელიც დაგეხმარებათ იყოთ კონცენტრირებულები დავალების შესრულებაზე მთელი ღამის განმავლობაში. ყველაზე მეტი დრო დაუთმეთ ყველაზე მნიშვნელოვან მასალას, რომლის შესწავლაც გჭირდებათ. მოინიშნეთ რა დროს რას გააკეთებთ და რამდენს.

3-1675065823.jpg

გამოიყენეთ საუკეთესო სწავლის მეთოდები. ყველა ადამიანს აქვს სწავლის განსხვავებული სტილი. იმის ცოდნა, თუ როგორ სწავლობთ ყველაზე კარგად და ადვილად, დაგეხმარებათ ეფექტურად ისწავლოთ მთელი ღამის განმავლობაში. ეს ასევე დაგეხმარებათ ინფორმაციის უკეთ გააზრებაში. იფიქრეთ, როდის გაგითენებიათ ღამე აქამდე და რა მეთოდები გამოგიყენებიათ სწავლისას? მაგალითად, თუ საუკეთესოდ სწავლობთ სრულ სიჩუმეში, ეცადეთ ისეთ ოთახში იყოთ, სადაც ხმაური არ შეგაწუხებთ.

4-1675065836.jpg

შეწყვიტეთ სწავლა დაახლოებით 8 საათის შემდეგ. ამ პერიოდის შემდეგ, სავარაუდოდ, ძალიან დაღლილი იქნებით, შეიძლება დასტრესილი და დაბნეული იყოთ. გადადეთ თქვენი სასწავლო მასალა და მიეცით საკუთარ თავს უფლება, რამდენიმე საათით დაიძინოთ, თუ ეს შესაძლებელია. დაიმახსოვრეთ: 90 წუთიანი ძილიც კი დაგეხმარებათ ცოტაოდენი ენერგიების აღდგენასა და ფოკუსირებაში.

5-1675065845.jpg

წყარო: wikihow.com