როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა - rogor.ge

როგორ შევაჩეროთ თმის ცვენა

მწვანე ჩაი

ერთ-ერთი კვლევის დროს, ექსპერტებმა მონაწილეებს სკალპზე მწვანე ჩაის ექსტრაქტი წაუსვეს, რათა დაენახათ, როგორ დაეხმარებოდა ის თმის ზრდას. 4 დღის შემდეგ აშკარა იყო, რომ მათი თმის ზრდის აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. გარდა ამისა, მწვანე ჩაი ასევე იცავს სკალპის კანს და აუმჯობესებს თმისფოლიკულებს.

ხახვის წვენი

სუნის წარმოდგენა შეიძლება აუტანელი მოგეჩვენოთ, მაგრამ დადასტურებულია, რომ ხახვი თმის ზრდას უწყობს ხელს. ის განსაკუთრებით ეფექტურია ლაქოვანი ალოპეციის არეში - მდგომარეობა, როდესაც თმა სხეულის სხვადასხვა ნაწილში ცვივა. ხახვის წვენი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას სკალპზე ან სხეულის ნებისმიერ სხვა ნაწილზე. ამისთვის საჭიროა, ერთმანეთში აურიოთ რამდენიმე ხახვი, გამოწუროთ წვენი და წაისვათ სკალპზე, გაიჩეროთ 15 წუთს გამავლობაში და შემდეგ შამპუნით ჩამოიბანოთ. გაგრძელება