
ყველაფერი იწყება იდეის მოძებნით. ერთ-ერთი ძირითადი თვისება ბიზნესის უნდა იყოს უნიკალურობა. თუ იდეა სრულიად ახალია ინოვაციური, მაშინ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად, თუ იდეა არ არი ახალი, მაშინ უნდა მივუდგეთ ყურადღებით თითოეულ ნაბიჯს. ამ ეტაბზე ბაზარი სწრაფად ვითარდება, მუდმივად ჩნდება ახალი პროდუქტი ასე, რომ მცირე ბიზნესის დაწყება შეგვიძლია სწრაფად დიდი რისკების გარეშე. პირველ რიგში საჭიროა ბაზრის ანალიზი ქვეყანაში და შემდეგ ქალაქის. მონაცემების საფუძველზე გავიგოთ მოსახლეობის მოთხოვნილებები და განვსაზღროთ თუ რა პროდუქტი ან მომსახურება შევთავაზოთ მომხმარებლებს. უპირატესობა მცირე ბიზნესის იმაშია, რომ მარტივად ეგუება ცვლილებეს, მსხვილი კომპანიებთან განსხვავებით.