როგორ გახდე ლამაზი ძილის დროს - 8 მარტივი წესი
დაიძინეთ ატლასის ან აბრეშუმის ბალიშზე
ატლასის ან აბრეშუმის ბოჭკოები ხელს უშლის თქვენი თმის აბურდვასა და მტვრევადობას. ასევე, მასალა ადვილად სრიალებს კანზე და ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას.
დაიძინეთ ზურგზე
ზურგზე ძილი ხელს უშლის ნაოჭების გაჩენას. თუ ერთ გვერდზე გძინავთ, შესაძლოა შეამჩნიეთ, რომ ამ მხარეს უფრო მეტი ნაოჭი გაგიჩნდათ.
არ გამოტოვოთ საღამოს დატენიანება
არ დაგავიწყდეთ ჰიალურონის მჟავას შემცველი ღამის კრემის გამოყენება. ყოველთვის წაისვით ტუჩის დამატენიანებელი ძილის წინ.
ხშირად შეცვალეთ ბალიშები
ხშირად გარეცხეთ ბალიშები, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანი ძილის დროს დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში იქნება ბაქტერიებთან შეხებაში.
მიიღეთ წყლის საკმარისი რაოდენობა
საიდუმლო არ არის, რომ ადამიანმა მუდმივად უნდა დალიოს წყალი. გქონდეთ წყალი თქვენს საძინებელში, რომ ღამით დეჰიდრატაცია არ განიცადოს ორგანიზმმა.
თავი შეიკავეთ მარილიანი საკვებისა და ალკოჰოლის მიღებისგან ძილის წინ
მარილი და ალკოჰოლი აშრობს ორგანიზმს, რაც იწვევს სითხის არასწორ განაწილებას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეშუპებას.
დაიძინეთ შეკრული თმით
სჯობს თმა სახეს არ შეეხოს. შეიკარით თმის რეზინით, მაგრამ არა მჭირდროდ, რადგან ამან შეიძლება თმის მტვრევა გამოიწვიოს.
დაიძინეთ სუფთა სახით
ნუ მისცემთ თავს მაკიაჟით ძილის უფლებას. კოსმეტიკა ხურავს ფორებს, რაც იწვევს აკნეს და კანს აძლევს არაჯანსაღ ფერს.