როგორ დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი პატარა ქალაქში (ზოგადი რჩევები)
ქალაქის სიმცირე ნიშნავს, რომ ბიზნესის წამოწყებისას დამფუზნებელი აწყდება შემდეგ პრობლემებს: 1.ცოტაა მომხმარებელი- ასე, რომ არ აქვს აზრი გახსნას მაგალითად უაღრესად სპეციალიზირებული მაღაზია (ხელთნაკეთობების, კოსმეტიკის და ა. შ.) 2.ცოტაა მაღალკვალიფიციური მუშაკები. უმეტესობა მაღალკვალიპიციური მუშაკები მუშაობენ დედაქალაქში ან რეგიონულ ცენტრებში. რა ხელფასსაც არ შესთავაზებთ, არაკვალიფიციური მუშაკები ვერ შეძლებენ იმუშაონ მათზე უკეთესად. 3. პატარა ქალიქი- ესაა ადგილი სადაც ყველა ყველას იცნობს. ასე, რომ თუ ვინმე განავრცობს ჭორს, რომ მოიწამლა თქვენ კაფეში, ჩათვალეთ ნახევარი ქალაქი აღარ შემოვა თქვენთან. მეორე მხრივ მას აქვს თავისი პლიუსები, რადგან ჭორები ახალ დაწესებულებაზე გავრცელდება სწრაფად.
პატარა ქალაქებში არსებობს გარკვეული უპირატესობები ბიზნესისათვის: 1. იაფი მუშა ხელი. ზოგადად გასამჯელო პატარა ქალაქებში მცირე დიდ ქალაქებთან შედარებით ასე, რომ პერსონალზე ხარჯები ნაკლებია. 2. შენობის გასამჯელო დაბალია. 3.ეფექტური გამოსავალია გავხსნათ იაფი სუპერმარკეტი, სადაც ცოტაა სუპერმარკეტები. ყველა ეს უპირატესობა საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ ბიზნესი, რომელსაც შედარებით მცირე კაპიტალი ექნება.