როგორ გაიგოთ, ზოდიაქოს რომელ ნიშანთან გაქვთ კარმული კავშირი - rogor.ge

როგორ გაიგოთ, ზოდიაქოს რომელ ნიშანთან გაქვთ კარმული კავშირი

ვერძი და სასწორი

ვერძი და სასწორი საკმაოდ კომუნიკაბელური წყვილია, მაგრამ მათ ბევრი რამ აქვთ სასწავლი ერთმანეთისგან. როდესაც ამ ნიშნების წარმომადგენლები ხვდებიან, მათ შორის ჩნდება განსაკუთრებული კავშირი, რომელიც უფრო ღრმაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. სასწორი და ვერძი ძალიან ხშირად ითვისებენ ერთმანეთის საუკეთესო თვისებებს. ვერძს სასწორთან ურთიერთობისას ესმის, რომ ზოგჯერ ურთიერთობაში საკუთარი მიზნების მიღწევა გჭირდებათ. სასწორი, ვერძს რომ უყურებს, ხვდება, რომ ადამიანის გახსნილობასა და სიკეთეს შეიძლება არავითარი მიზანი არ ჰქონდეს. ეს მათ ეხმარება გახდნენ უკეთესები ადამიანურ, მეგობრულ და სასიყვარულო ურთიერთობებში. ასეთი ადამიანები კარმულად არიან დაკავშირებულები, მაგრამ ეს კავშირი უკიდურესად დადებითია.

კურო და ლომი

ეს იმპერიული და აღვირახსნილი ნიშნები ეძებენ პირად სარგებელს. როდესაც ისინი ერთმანეთს ცხოვრების გზაზე ხვდებიან, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. მაგალითად, ლომს შეუძლია კურო მსხვერპლად მიიღოს. იგივე ხდება ხანდახან ლომებთან, რომლებსაც კურო ხშირად თავის სასარგებლოდ იყენებს. ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უნდა მოერიდოთ ამ ნიშნების ადამიანებს. პირიქით, რაც უფრო კარგად გაიცნობს კურო ლომს და პირიქით, მით უკეთესი იქნება ორივესთვის. იმედგაცრუებისა და უკმაყოფილების გზით ისინი გაიგებენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ადამიანებთან და რა არ უნდა გააკეთონ.

ტყუპები და ქალწული

ტყუპები საკმაოდ არასერიოზულები და მოსიყვარულეები არიან. თუ მათ შეუყვარდებათ ქალწული, შეძლებენ გაიგონ, რა არის ნამდვილი გრძნობა. იგივე ხდება მეგობრობაშიც. პრობლემა ის არის, რომ ქალწულები ვერ იტანენ ტყუპების არასერიოზულ დამოკიდებულებას სიყვარულის ან მეგობრობის მიმართ, ამიტომ ღალატის ოდნავი მინიშნებისას, ისინი უბრალოდ ტოვებენ მათ. მეორე მხრივ, ტყუპებს შეუძლიათ ქალწულს რაღაც მნიშვნელოვანი ასწავლონ. მაგალითად, ემოციური სიმსუბუქე, რომელიც ქალწულებს არ ახასიათებთ. მათ ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ და ტყუპები მათ აჩვენებენ, რომ შესაძლებელია ნაკლებად კატეგორიულები იყვნენ ადამიანების მიმართ.

კირჩხიბი და მორიელი

კირჩხიბები და მორიელები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებიც არსებობს. მორიელები კირჩხიბებს ასწავლიან, რომ არ იყვნენ ეგოისტები ურთიერთობებში, ხოლო კირჩხიბები ასწავლიან მორიელებს, რომლებიც ზოდიაქოს ყველაზე ეჭვიან ნიშნებს შორის არიან, რომ მესაკუთრეობას და თავისუფლების შეზღუდვას ყოველთვის ნეგატიურ შედეგებამდე მივყავართ. თუ ამ ორი ნიშნის წარმომადგენლებს შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი კარმული კავშირი საკუთარი სარგებლისთვის, მაშინ მათი ურთიერთობა ან მეგობრობა შეიძლება წარმოუდგენლად ძლიერი გახდეს. მაშინაც კი, თუ ისინი მოგვიანებით დაშორდებიან, მაინც გახდებიან საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიები ერთმანეთის წყალობით. ასეთი კარმული და საბედისწერო შეხვედრა არ შეიძლება ჩაითვალოს უარყოფითად.

მშვილდოსანი და მერწყული

მშვილდოსანს და მერწყულს ძლიერი, მაგრამ ზოგჯერ შეუმჩნეველი კარმული კავშირი აქვთ. ეს გამოიხატება მათ მეგობრობასა და სასიყვარულო ურთიერთობებში, რომლებიც ხშირად დამღუპველია, ზოგჯერ მანიპულაციებითა და ნეგატივით სავსე. ფაქტია, რომ მერწყულები ის ადამიანები არიან, რომელთაც სურთ გააკონტროლონ ყველა და ყველაფერი. მშვილდოსნები მათ არ აძლევენ ამის შესაძლებლობას. ამიტომ ეს შეხვედრა შეიძლება იყოს კარმული სასჯელი მერწყულის მანიპულაციებისთვის. მშვილდოსანიც შეიძლება დაისაჯოს, ოღონდ ეგოიზმის გამო, რადგან ხშირად მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მასთან ურთიერთობაში ბევრი ადამიანი გადის "ცეცხლსა და წყალში", სანამ არ გააცნობიერებს, რომ მშვილდოსნები აბსოლუტურად არ არიან დაინტერესებულნი მისით. მერწყულებს შეუძლიათ მშვილდოსანს აგრძნობინონ მსგავსი რამ.

თხის რქა და თევზები

ეს ადამიანები ხშირად ხდებიან საუკეთესო მეგობრები ან ქმნიან ძალიან ძლიერ სასიყვარულო კავშირს. აქ თევზებისთვის კარმული კომპონენტია ის, რომ მათ საკმაოდ გრძელი და უჩვეულო გზის გავლა სჭირდებათ, რომელშიც მათ სიყვარულისა და ერთგულების ჩვენება მოუწევთ, რადგან სხვაგვარად თხის რქებს უბრალოდ არ შეუძლიათ. თავად თხის რქებისთვის თევზებთან შეხვედრას, რომლებსაც შეუძლიათ მათი რთული ბუნების მოთმენა, დიდი სიხარულს მოაქვს. არსებობენ თევზები, რომლებიც მზად არიან სიყვარულის ნელი განვითარებისთვის. სწორედ ეს ადამიანები ხდებიან მრავალი წლის განმავლობაში თხის რქებისთვის იდეალური წყვილი.