როგორ გამოვწეროთ ნივთები Trendyol-იდან - rogor.ge

როგორ გამოვწეროთ ნივთები Trendyol-იდან

გადადით www.trendyol.com- ზე. გადაიტანეთ მაუსი „Giris Yap“-ზე და "დააკლიკეთ" Uye Ol-ზე. შემდეგ "დააკლიკეთ" ქვემოთ მოცემული მარჯვენა ეკრანის სურათზე მონიშნულ ველებზე, ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტის მისამართი და პაროლი.

1-1674633771.png

ძიება განყოფილებებში. მაგალითად, თუ ეძებთ ფეცსაცმელს, მარცხნივ ნახავთ კატეგორიებს. სპორტული ფეხსაცმელი (Spor Ayakkabi), ჩვეულებრივი ფეხსაცმელი (Gunluk Ayakkabi), სანდლები და სახლის ფეხსაცმელი (Sandalet&Terlik), ჩექმები (Bot ve Cizme) და სხვა.

დაამატეთ ნივთი თქვენს კალათაში. ნახეთ დეტალური ინფორმაცია თქვენ მიერ არჩეული პროდუაქტის შესახებ. თუ თქვენ გადაწყვიტეთ, რომ ეს არის ის, რაც გსურთ, მონიშნეთ სასურველი რაოდენობა, რათა აირჩიოთ რამდენი პროდუქტი გსურთ. შემდეგ "დააკლიკეთ" კალათაში დამატებას.

შეიყვანეთ მისამართი. ახლა თქვენ უნდა შეიყვანოთ მისამართი (თურქეთის), საიდანაც მიიღებთ ნივთს უშუალოდ თქვენს ქვეყანაში. აირჩიეთ გადამზიდი კომპანია და შეიიყვანეთ შესაბამისი მონაცემები. როდესაც დაასრულებთ, დააწკაპუნეთ გაგრძელება. (Kaydet ve Devam Et)

2-1674633826.png

2-1674633841.1.png

აირჩიეთ გადახდის მეთოდი. ახლა თქვენ უნდა აირჩიოთ თქვენი გადახდის მეთოდი. დაამატეთ თქვენი საკრედიტო ბარათი, ამისთვის "დააკლიკეთ"ველზე, სადაც წერია „ბარათის ნომერი – Kart Numarasi“ და ჩაწერეთ თქვენი საკრედიტო ბარათის ნომერი (გამოტოვების გარეშე). "დააკლიკეთ" ჩამოსაშლელ მენიუზე, სახელწოდებით „ვადის გასვლის თარიღი – Son Kullanma Tarihi“, რათა აირჩიოთ თვე და წელი, როდესაც თქვენს საკრედიტო ბარათს ვადა ეწურება და დააწკაპუნეთ CCV-ის დასამატებლად. როდესაც დაასრულებთ, ეს საკრედიტო ბარათი ავტომატურად აირჩევა გადახდის ვარიანტად.

3-1674633925.png

დაადასტურეთ თქვენი შეკვეთა. შეგიძლიათ გადახედოთ თქვენს შეკვეთას და განახორციელოთ ნებისმიერი საბოლოო ცვლილება, თუ ეთანხმებით, "დააკლიკეთ" Ödeme Yap. თქვენ მიიღებთ დადასტურების წერილს ელექტრონული ფოსტით. ახლა მხოლოდ ის რჩება, რომ დაელოდოთ თქვენი ნივთის მისვლას გადამზიდი კომპანიის საწყობში.

წყარო: takeandship.com