როგორ მოვემზადოთ მასაჟზე წასვლამდე - რჩევები, რაც უნდა იცოდეთ - rogor.ge

როგორ მოვემზადოთ მასაჟზე წასვლამდე - რჩევები, რაც უნდა იცოდეთ

ჩაიცვით თავისუფალი, კომფორტული ტანსაცმელი. აირჩიეთ სამოსი, რომელიც შეგიძლიათ სწრაფად გამოიცვალოთ. სპორტული შარვალი, სპორტული "შორტები" და ფართო მაისურები შესანიშნავი არჩევანია მასაჟისთვის. მოერიდეთ მჭიდრო ტანსაცმლის ჩაცმას, რადგან მასაჟის შემდეგ, სავარაუდოდ, ლოსიონით ან ზეთით იქნებით დაფარული. ატარეთ კომფორტული საცვალი. ჩაიცვით სპორტული ფეხსაცმელი, რომელის გახდას მარტივად შეძლებთ.

1-1674556095.jpg

თმა მაღლა აიწიეთ და შეიკარით. მასაჟზე მისვლამდე თან იქონიეთ თმის რეზინი (სკრანჩი), რომ დაიმაგროთ თმა.

2-1674556134.jpg

მიდით სუფთა სახით. არ არის საჭირო მაკიაჟის გაკეთება. ზოგიერთი მასაჟისტი დაგიმასაჟებთ სახეს. ანალოგიურად, მოერიდეთ ავტორუჯის გამოყენებას მასაჟზე წასვლამდე, რადგან ის გაფუჭდება თერაპევტის მიერ გამოყენებული ლოსიონით ან ზეთით.

3-1674556146.jpg

წინასწარ მიიღეთ შხაპი. მიიღეთ შხაპი, რათა სუფთად იყოთ მასაჟზე მისვლამდე. გამოიყენეთ სუნამო, მაგრამ არა გადამეტებულად. არ ინერვიულოთ სხეულის თმის გაპარსვაზე, თუ არ გსურთ. მასაჟისტებს უნახავთ სხეულის ყველანაირი ტიპი და ისინი ნამდვილად არ შეაფასებენ რამდენად ბევრი ან ცოტა თმა გაქვთ სხეულზე.

4-1674556157.jpg

მასაჟის დაწყებამდე დალიეთ წყალი მთელი დღის განმავლობაში. დალიეთ წყალი, რომ თქვენი სითხის დონე მაღალი იყოს. თუმცა შეხვედრის დაწყებამდე მოერიდეთ მთელი ბოთლი წყლის დალევას, რომ მასაჟის დროს მოშარდვის სურვილმა არ შეგაწუხოთ.

5-1674556171.jpg

უბრალოდ წაიხემსეთ, არ ჭამოთ ძალიან ბევრი. შეეცადეთ არ იყოთ ძალიან მაძღარი, რათა თავიდან აიცილოთ დისკომფორტი. თქვენ ალბათ, მუცელზე იწვებით მასაჟის გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ასევე, არ დალიოთ ალკოჰოლი.

6-1674556183.jpg

წყარო: wikihow.com